თავი მეთხუთმეტე

81 7 11
                                    

რას ვხედავ!

24 საათით ადრე:

დილიდანვე ცუდ ხასიათზე ვიყავი გაღვიძებული, გული ცუდს მიგრძნობდა და ყველაფერზე ვბრაზობდი, ტვინის თითოეული უჯრედი, მთელ სხეულს მოსალოდნენ საფრთხეს აგრძნობინებდა. რა იყო მიზეზი? არ ვიცი. შეიძლება ის, რომ უკვე ნატას სამი დღეა ვითმენ. ასევე არ დამვიწყებია დიმასთვის გამზადებული საჩუქარი, რომელიც უნდა მივცე, მაგრამ ვერ ვახერხებ, როცა მიმაქვს სულ ნატა მეჩხირება.

უკვე ყველაფერ ცუდზე ვფიქრობ, რატომ დაადგა თვალი დიმას? ეს ეჭვიანობაც კი აღარ არის, ისე ეფლირტავება და თითქოს ამ ყველაფერზე დიმაც გახარებულია. აღარაფერი მოქმედებს ჩემზე აღარც სალომეს სიტყვები, აღარც ის კოცნა და სიტყვა ,,მიყვარხარ'' რომელიც აღარც ისეთივე ნამდვილია, როგორიც ადრე იყო. აღარც დილით აქ გაღვიძება მომწონდა, აღარც ეს თეთრი სახლი, არც სანაპიროზე სეირნობა. ყველაფერი გაუფერულდა და აღარ არის ისეთი ნათელი, როგორიც უნდა ყოფილიყო. დიმასთვის ხელი არ უნდა გამეწოდებინა, ჩემში არ უნდა შემომეშვა. ახლა მიჭირს, მიჭირს მისგან შორს ყოფნა.

ვარდები.

ვარდები.

ვარდები.

ასევე ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ნატალი ჩვენთან იყო გადმოსული, უფრო სწორად, ერთი სართულით ქვემოთ. არც სალომე უნდოდა, არც ლუკა და არც მე. დიმასთან ახლოს იყო. რაც უფრო ახლოს მიდიოდა მასთან, დიმას უფრო ვშორდებოდი.

სიყვარულს სიტყვები არ ესმის... არ მჯერა, რომ არ ესმოდეს, მაშინ მე დიმა მეყვარებოდა.

არ უნდა შემყვარებოდი დიმა.

არ უნდა გემეღო კარი შენთვის დიმა.

არ უნდა გამოგყოლოდი დიმა.

___________________________________________________________

ნუ შეგეშინდება ტკივილის...!

მის გარეშე ბედნიერებას ვერ გამოცდი...

HEARTBREAKER/გულის გამტეხიTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon