თავი მეთორმეტე

56 8 5
                                    

ცხოვრებაში, ყველას ეძლევა შანსი, იმისა რომ იცხოვროს ბედნიერად, მაგრამ  არის მეორე მხარე. როცა სხვების მარტოსულობაზე იცინი და როცა შენ შენს თავს აღარ გავხარ? მე არ მომეცა შანსი, შანსი იმისა რომ ამერჩია... სამყარომ მომცა ბედი, ბინძური ბედი, გახსოვთ, რომ ვთქვი მე მაქვს ისეთი ცხოვრება, როგორიც მინდა რომ მქონდეს? უკვე მიხვდებოდით, მაგრამ ვიტყვი, რომ მოგატყუეთ.  ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ნათელი წერთილი, მშობლები ამას ამჩნევდნენ და მაგიტომ წამოვედი, თბილისიდან, მაგიტომ მივდივარ საქართველოდან. ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ მე რატომ არ გამკურნნა? რა ხდებოდა, მას მერე, როცა დრო ვერ კურნავს იარებს? როცა მრისხანება იმარჯვებს? და როცა მარტო რჩები?  დიმასთვის ჯერ კიდევ არ მითქვამს, რომ საქართველოდან მივდივარ. მგონი აქამდეც უნდა მეთქვა. რას იფიქრებს ის? მიმაგდო და წავიდაო? თუ არც არასდროს ვუყვარდიო? ნათელი წერტილი, მაშინ გამოჩნდა, როდესაც სამსახურიდან წამოვედი და დიმას შევხვდი. დიმამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, მე შემცვალა. თუ გინდ ეს მოჩვენებითი სიყვარული იყოს ან არარსებული, ხომ მაინც შემცვალა? და დამაფიქრა, თუ რა მისიით ვარ დაბადებული? ამიტომ მჭირდება მე ის.. ბოლომდე, სიცოცხლის ბოლომდე.  დიმა მართლა კარგია, ძალიან კარგია. 

გუშინ ცოტა უცნაური დღე გვქონდა მე და დიმას, რადგან საღამო ჩვენი დიალოგით დასრულდა. ეს დიალოგი რაღაცით განსხვავდებოდა. მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც მაინც არ იყო სიმართლე. ''მე შენ მიყვარხარ"? არ, ვიცი.  

სალომე და მე დილით სამზარეულოში საუზმეს ვამზადებდით, როცა დიმამ არსაიდან გიტარა მოიტანა. 

- დღეს აუცილებლად დავუკრავ, - თქვა ხმამაღლა.

- შენ გიტარაზე უკრავ? - ვკითხე, რადგან ჩემთვის არასდროს უთქვამს.

- კი ადრე ვუკრავდი, - მიპასუხა და გიტარა ჩვენს ოთახში შეიტანა.

ძალიან მაინტერესებდა და მინდოდა მომესმინა, როგორ უკრავს იგი გიტარაზე. ამასობაში ლუკაც გამოვიდა სააბაზანოდან და მაგიდას მიუჯდა. 

HEARTBREAKER/გულის გამტეხიHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin