თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა და შვებით ამოვისუნთქე. მართალია ერთი საათი მეძინა, მაგრამ მაინც დამღლელი აღმოჩნდა. თვითმფრინავმა კარები გახსნა და სუფთა ჰაერზეც გავედით. ახლა ოცი წუთი ან მეტი, საბაჟო გადასასვლელზე მოგვიწევდა ყოფნა.
- გთხოვთ ჩემოდნები დააწყოთ აქ, შესამოწმებლად და პასპორტი გადმოგვცეთ, ან ვიზა, - თქვა გოგონამ ინგლისურად, როცა ჩვენი რიგი მოვიდა. ჩემი და სალომეს ბარგი ბიჭებმა დააწყვეს და შემოწმების შემდეგ წინ გაგვიშვეს.
ახლა უკვე ჰავაიში ვიყავით.
- პირვველი,სასტუმროში უნდა წავიდეთ და დავლაგდეთ, დანარჩენი მერე, - თქვა დიმამ და გარეთ გაგვიძღვა.
გარეთ, ძალიან სიცხე იყო, მზის სხივები, კანზე მეცემოდა და მწვავდა. არ ვიყავი სიცხეს მიჩვეული, მაგრამ დასვენებისთვის მზესაც ავიტანდი. ირგვლივ, მხოლოდ წყალი იყო, რადგან კუნძულზე ვიყავით. მოჩანდა, ბორცვები, მაღალი მთები ტყეებით დაფარული. აქ სუფთა ჰაერი მაინც იყო, რადგან თითქმის ყველაფერი სიმწვანით იყო დაფარული. ვხედავდი, როგორ ეტმასნებოდა მზის სხივები მინდორს. ცაზე ღრუბლის ნაფლეთიც კი არ იყო, ამიტომ სამყარო წვიმას არ გვპირდებოდა. დიმამ ტაქსი გააჩერა და ჩვენც შიგნით ჩავჯექით.
- hi, can we go to this hotel? - უთხრა დიმამ და ტელეფონით სასტუმროს მისამართი აჩვენა.
მძოღლმა ამოიხვნეშა და გზას გაუდგა. უკვე ქალაქის ცენტრში ვიყავით. აგურის შენობები, ზოგი მაღალი, ზოგიც დაბალი, ქუჩაში მოსიარულე ხალხი, რომლებიც ხელით რაღაცეებს დაატარებდნენ. ჩვენ არ ვიყავით ცენტრში, ჩვენ სანაპიროსთან ახლოს ვიყავით, რომელიც ოქროსფერი ქვიშით იყო დაფარული. იქ მისასვლელად პატარა ტყის გავლა იყო საჭირო. მალე ტყეშიც შევედით, ირგვლივ მხოლოდ სიმწვანე სუფევდა, ნეტავ გენახათ, როგორი სილამაზე და როგორი მშვიდი იყო აქაურობა. ახლაც არ მჯეროდა, რომ სხვაგან, საქართველოსგან მოშორებით ვიყავი. მეგონა სიზმარს ვხედავდი.
VOCÊ ESTÁ LENDO
HEARTBREAKER/გულის გამტეხი
Romance"ასჯერ, რომ მოვევლინო ამ სამყაროს გპირდები, ასივეჯერ შენ შეგიყვარებ!" სულ პატარა ცვლილებამ ან მოულოდნელმა შეხვედრამ, შესაძლოა ყველა ჩვენგანის ისტორია შეცვალოს. ეს ამბავი კი ინას ირგვლივ ტრიალებს. სამყარო, რომელ...