ეპილოგი

102 8 11
                                    


                                                                               სალომე

--------------------------------------------------------------------------------------------------

სანაპიროზე ცხელ ქვიშაზე დავიარები და ველოდები ინას, რომელიც მალე მოვა. დიმასთვის კარგი საჩუქარი აქვს გამზადებული. დიმა და ინა კარგი წყვილია და იმედი მაქვს სულ ასე იქნება. ამ ბოლო დროს მე და ინა ძალიან დავმეგობრდით და რაც უფრო უკეთ გავიცანი მით უფრო შემაყვარა თავი. ვაღიარებ თავიდან არ მომწონდა, მაგრამ მოვისმინე მისი ისტორიები და დავაჯერე საკუთარ თავს, რომ ასეთი ადამიანი თითოეულ ჩვენგანს, აუცილებლად უნდა გვყავდეს. უკან მოვბრუნდი და ვხედავ ნატას, რომელიც ქოშინით მორბის ჩემთან. ეს ალქაჯი მაკლდა. 

- სალომე, - ძლივს სუნთქავს, - ინა.. მან მე და დიმა დაგვინახა ერთად საწოლში.. 

და აი ჩამწყდა რაღაც, დიმა, ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან ჩემი მეგობარი იყო, რომელმაც სიცოცხლე გაულამაზა ინას, მაგრამ ახლა გაუნადგურა, ვერ ვიჯერებდი არ შემეძლო, დიმა ასეთი არ არის, ინა უყვარს. 

- შე ალქაჯო გველო! შენი ბრალია, ინა ძალიან უყვარდა მას! - ვუყვიროდი ნატას და თმებში ვექაჩებოდი. 

- გაგიჟდი? თვითონ შემაბა! - არ ცხრებოდა. 

- ანუ მან შეგაბა? მოიცა თქვენ რა იტყნაურეთ? - ბრაზი იმხელაზე მომაწვა, რომ ნატას მაგრად ვთხლიშე და ქვიშაში გავაგორე. 

- კი! გვქონდა, ამით რა დაშავდა? - ნატა ხელს გაწითლებულ ლოყაზე ისვამდა. 

- რას და ახლა თუ ინა გაგიჟდა, შენ გეუბნები, მოგკლავ! - ფეხი ჩავარტყი და სასტუმროსკენ გავიქეცი. მივრბოდი და ღმერთს ვევედრებოდი არაფერი მომხდარიყო. ავედი ჩვენს ნომერში, მაგრამ არავინ  იყო, ამიტომ ნატას ნომერში გავიქეცი. იმდენად ვნერვიულობდი, რომ ცრემლებიც წამსკდა.  

ოთახში შევდივარ და ირგვლივ სისხლის გუბეა, ლოგინი წითლად არის შეღებილი. ლოგინზე კი ინა და დიმა წვანან. ახლოს მივედი და დავიკივლე. დიმას ხუთჯერ ქონდა დანა ჩარტყმული. საშინელი სანახაობა იყო გული ნაწილებად იყო დაშლილი, გვერდით მივიხედე, ინას მკერდებს შორის X ნიშანი გაეხაზა დანით და სისხლი სდიოდა, თვალებ გახელილი იწვა. 

HEARTBREAKER/გულის გამტეხიHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin