თავი მესამე

160 11 10
                                    


შხაპის შემდეგ გამოვედი და დივანზე დავჯექი. მობილურის აღებისას თავში დიმას სიტყვებმა გამიელვა: ,,სახლში, რომ მიხვალ ჩანთა შეამოწმე''  ეს რას ნიშნავდა? აქამდე რატომ არ გაგახსენდა? ''როგორ გაიხსენებდი, მხოლოდ დიმაზე ფიქრობდი''- მეუბნებო-  და   მეორე, უფრო ჭკვიანი ინა. სასწრაფოდ ჩანთა ავიღე, გავხსენი და დიდი ქექვის შემდეგ (ჩანთაში ბევრი რამე მიყრია) მივაგენი ფურცელს. ჩანთიდან ამოვაძვრინე და აი რა დამხვდა:

გამარჯობა, ლამაზმანო! იცი გუშინ, რომ შეგხვდი საერთოდ არ მომეწონე, მაგრამ როცა სახლში მოგიყვანე და ცოტახანი დრო შენთან გავატარე, მივხვდი, რომ ისეთი იყავი, როგორიც მე მინდოდა რომ ვინმე ყოფილიყო ჩემს გვერდით. და მგონი.. მე ის ვიპოვე. იმედია ჩემთან ერთად მოინდომებ შეხვედრას. დამირეკე ნომერზე; 555-34-12-34. 

 კითხვა დავასრულე და ამ ყველაფერზე დავფიქრდი. რა მოხდა? ამ ერთ კვირაში? როგორც ჩანს ისიც ჩემზე ფიქრობს, მას მე მოვწონვარ. რაღაც მხრივ ამით კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ჩემი თავის დიდი ნაწილი ამას უარყოფდა. ,,არ გინდა ინა'', ''ამ სიყვარულს ვერ მოიპოვებ'', ''ბიჭი ჯერ თავს შეგაყვარებს შემდეგ კი ისე გაგანადგურებს, რომ ყველა სიყვარულის ნაპერწკალს გაგიქრობს, თანაც ერთ წამში'' -ასეთი, კიდევ უამრავი იყო ჩემს თავში, სადაც ყველაფერი არეული იყო. ბოლოს კი იმ დასკვნაზე მივედი, რომ ნომერი უნდა გადმომეტანა ტელეფონში და მისთვის დამერეკა. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ დიმა კარგი ბიჭი იყო და ის არასდროს გამტეხდა. ''რატომ ენდობი ასე ძალიან? მას ხომ არც ისე კარგად იცნობ''- მეუბნებოდა უფრო თავდაჯერებული ინა. 

- გისმენთ?  - ხუთი წუთის შემდეგ, მონატრებული ხმა გავიგე.

- გამარჯობა დიმა, ვნახე... შენი წერილი. - სირცხვილნარევი ხმით ვუპასუხე.

- აა, ინა შენ ხარ? მერე? შემხვდები? - დაბნეულობა იგრძნობოდა მის ხმაში.

HEARTBREAKER/გულის გამტეხიDonde viven las historias. Descúbrelo ahora