1

1.1K 61 55
                                    

ვამპირები ეს ხომ მითიური არსებები არიან რომლებსაც ხშირად კინოებში და მუტფილმებში ვხედავთ ხოლმე..არ მახსოვს შემთხვევა ან ამბავი ვამპირს ადამიანისთვის ეკბინოს და მათთვის საყვარელი წითელი სითხე "სისხლი" ამოეწოვოთ..ვგონებ ისინი არც კი არსებობენ და უბრალოდ ადამიანის მიერ ფანტაზიის გამოყენებით გამოგონილი არსებები არიან..შეუძლებელია იყვნენ ისინი სადმე ჩვენთან ახლოს,ისე რომ ვერც კი ვამჩნევდეთ...

ახლა სოფელ ჩანსოლში მივემზავრები სადაც ჯერ კიდევ 2 საათიღა დამრჩენია იქ ჩასასვლელად..მოვიწყინე,მაგრამ რას ვიზამთ..არც მეძინება..არც რამის კეთება მსურს უბრალოდ მატარებლიდან ჩასვლა და მშობლიურ სოფელში ფეხის დადგომა მინდა სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული..საღამოს 8 საათია...10-ზე უკვე სოფელში ვიქნები. სახლში ბებია და ბაბუა მელოდება..ძალიან მომენატრნენ..

2 საათის შემდეგ მატარებელიც ჩერდება და მეც გახარებული ჩამოვდივარ ვაგონიდან რომელშიც მომდევნო 3 თვე აღარ ვიმგზავრებ...ბებიის და ბაბუის სახლში 20 წუთში მივდივარ,ისინი თბილად მხვდებიან,მკოცნიან მეფერებიან,დადებითი ემოციებით ვმუხტავთ ერთმანეთს და სახლში შევდივართ..სუფრა გაწყობილი მხვდება,კერძებს გასაგიჟებელი სუნი ასდის,რასაც ჩემი კუჭი ეხმაურება,ხელებს ვიბან,ტანისამოს ვიცვლი და სამივენი სუფრას ვუსხდებით...ვლაპარაკობთ,
ვიხსენებთ ძველ დროს,ვიცინით და გვიხარია ერთად ყოფნა...

ჭრიჭინები ჭრიჭინებენ..მთვარე და მისი შვილები ცას ამშვენებენ და ღამეს ნათელს ხდიან,მაგრამ მაინც საშიშია გარეთ გასვლა...

__ეუნ გათხოვებას არ აპირებ?...

უცებ ეს ბებიის მიერ დასმული შეკითხვა მთელ სახლში გაისმა...

მას შევხედე და ტკბილად გავუღიმე.
__არა ბე მე ჯერ კიდევ პატარა ვარ ამისთვის...
__როგორ თუ პატარა 25 წლის ხარ,შენს ასაკში უკვე შვილები მყავდა..
__ვიცი ბე მაგრამ ახლა სხვა დროა,მინდა ჩემი ახალგაზრდობა ბავშვების ზრდაში და ოჯახის რჩენაში კიარა ჩემ თავისთვის გავატარო...
__იმედია შინაბერა არ გახდები როგორც ჩემი და...
__კარგი რა ბეე მთლად ეგრეც არ ვიქნები,მოვა დრო ვიპოვი კარგ ბიჭს და გავთხოვდები...
__იმედია...

ბაბუას მეტჯერ ხმა აღარ ამოუღია,იჯდა და ორივეს სულგანაბული გვისმენდა  ტკბილი,თბილი გამომეტყველებით...

__ეუნ რამდენ ხანს რჩები?
__3 თვე დავრჩები...
__მერე სამსახური?
__სამსახურში შვებულება ავიღე...ამიტომ სექტემბერს დავბრუნდები სეულში..

ბებია გვერდით მომიჯდა,და ლოყები დამიკოცნა,თავზე ხელი გადამისვა და როგორც ადრე,პატარაობაში ისე დაიწყო ჩემი მოფერება...

ვახშამის შემდეგ,ჩემს ძველ ოთახში ავედი...როგორ მომნატრებია აქაური სუნი,ბუნება,ხალხი და სხვა...

ფანჯარასთან მივედი,მაინტერესებდა გარეთ რა ხდებოდა...

არც არაფერი..ხომ ღამეა რა უნდა მოხდეს...

თან ჩემი ფანჯარა ტყეს გადაჰყურებს სადაც საინტერესო არაფერი ხდება ხოლმე,აჰა ჩიტი ხიდან ხედეზე გადაფრინდეს..გამოგიტყდებით და ამ ტყის ყოველთვის მეშინოდა,ვერასდროს ვბედავდი შესვლას..არვიცი უბრალოდ არ მსურდა იმ შავ ბნელ ტყეში მარტო შევსულიყავი...

თითქმის იქ სულ ნისლია,მგლებიც არიან,ირმებიც და სხვადასხვა სახეობის ცხოველებიც,როგორც ბაბუამ მითხრა...

დავამთქნარე,ჩემი საღამურები ჩავიცვი და ლოგინში ჩავწექი..
თვალები დავხუჭე და მალევე დავიძინე...

ავტორის pov:

ღამის 3 საათი იყო...

ტყეში სწრაფი არსებები აქეთ-იქით დარბოდნენ საკვების მოსაპოვებლად...როგორც ყოველთვის ღამე ძალიან ბნელი იყო ტყეში მცხოვრებთათვის,რადგან გარშემო ძალიან მაღალი წიწვოვანი ხეებია რომლებიც ხელს უშლის მთვარის შუქმა შეაღწიოს..ასე რომ ვთქვათ ეს წყვდიადის ტყეა...ტყეში ცოცხალი რომ გადარჩე ღამე ფრთხილად უნდა იყო,და კარგი თვალთახედვა უნდა გქონდეს...

წითელი სისხლიანი თვალები,ეუნის ფანჯრისკენ იყვნენ მიმართული,შემდეგ მიმართულება შეიცვალეს და ტყის სიღრმეში გაუჩინარდნენ...

ნეტავ რა არსებები იყვნენ ისინი?
ან ეუნი თუ დაინახავს ამ წითელ თვალებს რას იფიქრებს ან რა რეაქცია ექნება?

გაგრძელება იქნება💜💜💜

ვამპირო რატომ იმალები?(✔)Where stories live. Discover now