8

509 57 12
                                    

ნუთუ კიდევ არსებობენ სხვა მითიური არსებები?

დავიჯერო მარტო ვამპირები შემორჩნენ?

ალბათ ადამიანების გადაშენება სურთ...

მატარებელი ძალიან მოსაწყენია,მინდება რომ ფეხით ჩავიდე სოფელში ვიდრე მის ჯაგაჯუგს ვუსმინო,აქეთ მხარეს ბავშვი ტირის ჯაჯღანებს მისი მშობლები კი ვერ ამშვიდებენ,გამოუძინარი ვარ,ძალიან მეძინება ეს ბავშვი რომ არა აქვე ფანჯარას თავს მივადებდი და გემრიელად ჩავთვლემდი.არაუშავს 1 საათიღა დამრჩენია ამიტომ მოვითმენ და მერე სახლში დავიძინებ...

1 საათსა და 20 წუთის შემდეგ..

ბებია და ბაბუა როგორც ყოველთვის როგორც ყოველ ზაფხულს თბილად დამხვდნენ,ვისადილეთ,
ვილაპარაკეთ ,ჩემი ისტორიები მოვუყევი,ბაბუამ კი თავისი ისტორიებით დამხუნძლა,გავხალისდი კიდეც და ისინიც გახალისდნენ...

შემდეგ ბაღში გავედი,ყოველი ყვავილი მშვენება გამხდარიყო,ჩემი ქრიზანთემებიც აყვავილებული გახლდათ...

უცებ გამახსენდა ჩემი სამაჯური რომელიც ხელზე მეკეთა..

ჩემი ქრიზანთემები...ჩემი თეთრი ქრიზანთემები...

შეშლილი ვამპირი..

სად არის ახლა ის?

გამოჩნდება?

იმედია კი..

იმედია ვნახავ...

იმედია შევხვდები...

იმედია მას ვიხილავ...

>\\\<

დავიტანჯე...
არაუშავს...
დეპრესია მაქვს..
არაუშავს..
წასვლა მინდა..
მაგრამ სად?
ბედნიერება მსურს..
კი მაგრამ როგორ?
ნეტავ არასდროს გათენდეს..
ეს ხომ შეუძლებელია..
ძალიან ვამეტებ ყველაფერს...
მართალია..
ძალიან მრცხვენია თითეული ჩემი ახლობლის,რომ ისეთი ადამიანი ვერ გავხდი რომელიც ასე სურდათ...
მაგრამ მე მე ვარ ამიტომ ეს ჩემი ცხოვრებაა რომლის შეცვლა შემიძლია,თუ რა თქმა უნდა მომესურვა...
თავს ძალიან დეპრესიულად წარმოვაჩენ,თავს დეპრესიაში ვაგდებ,ეს ჩემი ბრალია,და არა სხვისი,ჩემი ჯიუტობის მერყევი ხასიათის,უაზრო ლაპარაკის გამო ბევრ ადამიანს მოუწია ჩემი მიტოვება,მხოლოდ ადამიანს არა თვით მითიურ არსებასაც და ეს არსება ვამპირია...

ვამპირო რატომ იმალები?(✔)Where stories live. Discover now