სეზონი 2 თავი 4

391 47 30
                                    

ღამე იყო მაგრამ თან ნათელი...
თან მეშინოდა მისი თან დაცულად ვრგძნობდი თავს...
ვარსკვლავები ლურჯ ცაზედ პატარა ბრილიანტის თვლებისავით იყვნენ გაფანტული,რომლებიც თვალის მომჭრელად ციცინათელებივით ციმციმებდნენ...

გზა ბნელი იყო..ღამის ორ საათზე ბაღში მხოლოდ ჩვენ ვსეირნობდით...

ის აღტაცებული იყო სუფთა გრილი ჰაერით რომელიც ორივეს სახეზე ნაზად გვეხებოდა...

__ნიორი ვამპირებს დევნის ეს ბევრჯერ გამიგია...ნუთუ ეს სიმართლეა?
__არა,რა თქმა უნდა ერთი ბეწო ეგრედწოდებული ბოსტნეული ჩვენ არ და ვერ გაგვდევნის...

__როგორც ჩანს ნივრით თავს ვერ დავიცავ...

__არც მოგიწევს..
__შენ ხომ სისხლით იკვებები?
__ცხოველის სისხლითაც შემიძლია თავის გატანა..
__და ცხოველის სისხლი რა?უნდა წახვიდე და მოინადირო? ქალაქში? მონადირეები ტყეებში ხშირად დადიან და ვიმედოვნებ შემთხვევით ტყვია არ მოგარტყან..

გაეცინა...და უპასუხოდ დამტოვა..

მარცხნივ გავიხედე და შევამჩნიე საქანელები,გავიქეცი და ერთ-ერთზე დავჯექი,გავიხედე უკან ჯონგუკი აღარ იდგა მოვიხედე წინ და ჯონგუკი ჩემს მოპირდაპირე საქანელაზედ იჯდა და გამარჯვებული სახით მიყურებდა.მე არც გამკვირვებია და არც შემშინებია,უბრალოდ საქანელაზედ კატაობა დავიწყე.

ვერთობოდი თუ როგორ ავდიოდი მაღლა და მაღლა და როგორ მეხებოდა ცივი ჰაერი რომელიც  ჩემს ფილტვებში ჩადიოდა და ავსებდა ჟანგბადით.

ის თვალებს არ მაშორებდა..

არც მე ვაშორებდი...

მომეჩვენა რომ ჩვენ შორის ოქროსფერი მნათობი ძაფები შეერთდნენ.

ნეტავ ამას ის ხედავს?

არა სულელო,ეს ხომ შენი წარმოსახვააა შენი მოლანდება.

-ჯონგუკ გრძნობები გაგაჩნია?

ეს შეკითხვა ჩემგან მოულოდნელად დავუსვი რამაც ის განაცვიფრა,მაგრამ პასუხი მაინც მითხრა.

-კი

-მაგრამ სიყვარული არ შეგიძლია?
-შემიძლია?
-რატომ გიკვირს რომ ეს შეკითხვა დაგისვი?
-მოულოდნელი იყო
-თორემ ელოდი
-კი
-ისე სიკვდილს  შეხვედრილხარ?
-რატომ უნდა შევხვედროდი როდესაც თავადაც შემიძლია გავხდე.

ამაზე თვალები გამიფართოვდა,მაგრამ მაინც ყოჩაღად განვაგრძობდი თავის შეკავებას საქანელაზედ რომელსაც დიდი სისწრაფე განვავითარებინე და მგონია რომ მალევე გაწყდება და მაღლა ამისვრის.

-ისე ბევრი ადამიანი მოგიკლავს?
-კი
-მე გამონაკლისი ვარ?
-კი
-რატომ?
-შენ განსაკუთრებული ხარ,აქამდე არავის შეეძლო და არც გაუბედავს ჩემგან თავის დაღწევა,ისინი ჩემ საკვებათ გადაიქცნენ და მანამდე ვიკვებებოდი მათი სისხლით სანამ არ მოკვდნენ.შენ ძლიერი აღმოჩნდი.სიცოცხლეს იმიტომ გინარჩუნებ რომ შენ ძლიერი ხარ,ძლიერი ადამიანი.რომელმაც მოახერხა და  ვამპირთა მეფეს ხელიდან დაუსხლტდა და ფინიშამდე მიაღწია.მინდა რომ დიდხანს იცოცხლო,რადგან შენნაირი მეორე არ დაიარება რომელსაც შეუძლია ვამპირთან დაჯდეს და თამამად ილაპარაკოს.შენ მართლაც ჩემი მთვარე ხარ,თითქოს შენკენ მიზიდავ,მიზიდავ მიზიდავ და ვერ გეწინააღმდეგები რადგან მე თვითონაც  მსურს რომ მოგიახლოვდე და შენთან ვიყო.შენ გვერდით,შენ გარშემო,მინდა რომ დაგიცვა და შენი საუკეთესო მეგობარი გავხდე.

მე ვდუმდი.
თვალებიდან ცრემლებმა დააღწიეს თავი და ძირს დაეცნენ,საქანელა გავაჩერე,მანაც გააჩერა.

თვალებში ჩავხედე.

ოო როგორი შავი იყვნენ ისინი.

ავდექი,ცრემლები მოვიშორე და ზურგი ვაქციე,ის უმალვე ჩემ წინ გაჩნდა და მომეხვია.როგორი ცივია.როგორი მაღალი და ლამაზი.მაგრამ არამგონია ჩვენ შორის რაიმე სახის ურთიერთობა შედგეს.

ის მალევე გამცილდა გვერდით მომიდგა.

შემდეგ სახლში წავედით.

ჩვენ-ჩვენ ოთახებში შევედით.

და დავფიქრდით ამ ღამეზე.

გაგრძელება იქნება...💙

მინდა რომ დავწერო ახალი ფიქცია,იქნება მაფიოზზე,მთავარ როლში კი თეჰიონი იქნება,მაინტერესებს გინდათ თუ არა რომ დავიწყო ახალი ფიქცია?

ვამპირო რატომ იმალები?(✔)Where stories live. Discover now