6

559 51 6
                                    

დავიჯერო რომ ვამპირებს დღისით გამოსვლა შეუძლიათ?

გეფიცებით ის შეშლილი ვამპირია რომელიც გადამეკიდა,ახლაც მზის შუქზე ჩემი ფანჯრის წინ დგას და მიყურებს...

კიდევ კარგი ბებია და ბაბუა ახალი ყვავილების საყიდლად არიან წასულნი თორემ მისი დანახვისას ორივე ხელებშივე ჩამაკვდებოდა...

როგორმე უნდა მოვიშორო...

მეშინოდა მისი...მაგრამ მხოლოდ ღამით...

ღამე დედამიწის უსასრულო ბნელი ჩრდილია რომელსაც მთვარე და ვარსკვლავები ანათებენ..მთვარეს მზის სხივები ანათებს,ვარსკვლავები კი თავისით  ანათებენ...

თითქმის ყოველი უბედურება ღამე ხდება ხოლმე..ამიტომ ღამე ჩემთვის ყველაზე მისტიური და საშიშია...

შეიძლება ახლა არ მეშინოდეს მაგრამ ღამე რომ მომადგება შემეშინდება...

მას კოჭამდე ტყავის შავი გრძელმკლავიანი მოსაცმელი ეცვა..თავზე კი დიდი ლამაზი ძველი დროის ქუდი რომელსაც ინტერნეტში ვნახულობდი ხოლმე..რადგან ასეთი ქუდები მხოლოდ ძველ საფრანგეთში თუ მოიძებნებოდა...რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს არ გამკვირვებია რომ მას ეს ქუდი აქვს და ახურავს კიდევაც რადგან ვამპირები ხომ დიდხანს ცოცხლობენ არა?

წიწაკის სპრეი და დანა ავიღე,ქვემოთ ჩავედი..და მასთან მივირბინე..

უფრო მაღალი ყოფილა,გუშინ სიბნელის გამო კარგად ვერ შევამჩნიე ის...

__გამარჯობა ეუნ..
__გამარჯობა შეშლილო ვამპირო...

ხელი გამომიწოდა...

ცოტახანს ვორჭოფობდი,მაგრამ ბოლოს მაინც ჩამოვართვი ხელი...

მას ხელებზე ტყავის ხელთათმანები ეცვა,მაგრამ მაინც იგრძნობოდა მისი ცივი ტემპერატურა...

__სახლში არ შემიპატიჟებ?

ეს შეკითხვა მოულოდნელად მაჯახა,ხელს კი არ მიშვებდა,ვცადე რომ ჩემი ხელი დამებრუნებინა მაგრამ ამაოდ..

ვამპირო რატომ იმალები?(✔)Where stories live. Discover now