4

566 52 28
                                    

საშინლად მეძინა...საშინელ ხასიათზე გავიღვიძე..საშინელი სიზმრები დამატყდნენ თავს,რომლებმაც ჩემი ძილში შფოთვა გამოიწვიეს...

შუადღეა..მე კი ლუკმა არ  მიჭამია...ბებია და ბაბუა დილაუთენია წავიდნენ და სახლში მარტო დამტოვეს...

ახლა სახლში ვზივარ,მისაღებში..დივანზე ვარ წამოწოლილი და ვუყურებ კედელს რომელიც საშინლად მაღიზიანებს..დღეს ძალიან საშინელ ხასიათზე ვარ ნეტავ რა მოხდება ღამე როდესაც  მივალ იმ ტყეში?

საინტერესოა დღეს ისევ ის გიჟი დამხვდება? ან ისევ დაიძახებს ჩემს სახელს?

საინტერესოა ახლა ის სად არის?
ან რა ხდება მის თავს ან რა გეგმებს აწყობს...

კედელს თვალი  მოვაშორე, მომბეზრდა წოლა,წამოვდექი და გარეთ გავედი...

მაინც სულ სხვაა გარე სამყარო...

ეს ხეები,ჩიტები,მწვანე ბალახები,ყვავილები,და ცხოველები...

მზეს როგორც ჩვევია ისე აცხუნებდა და ანათებდა არე-მარეს,რამოდენიმე სხვივი სახეზე დამასკუპდა,ზოგიც კი თვალებში...

ხელი სახესთან ავიფარე,და ქვემოთ ჩავედი...

ჩუსტები გავიხადე,და ფეხშიშველი გავიარე ბალახებში..ძალიან მესიამოვნა მათი შეხება..პატარა ბავშვივით მიხაროდა და დავხტოდი...

__ეუნ...

მომბეზრდა,გაღიზიანებული შევტრიალდი

__რა გინდა?

ვიღრიალე...

__ეუნ..

__ვინ ხარ???

ღამე მესმის,მაგრამ დღისით? რა აქვს ჩაფიქრებული? მესმის რომ ღამე შემაშინოს შემიტყუოს ტყეში და მომკლას...

ახლა სად არის?მე ხომ ტყისიგან რამოდენიმე მეტრით ვარ დაშორებული...

სად იმალება ახლა ის?..

ტყისკენ მივიხედე...

ახლომახლო არაფერი იყო...ერთი ცხოველი ან ჩიტიც კი...

რაოდენ სასიამოვნოა,როდესაც ახლომახლო ვიღაც ადამიანი რომელიც შეიძლება არც იყოს ნორმალური გითვალთვალებს და არიცი თუ რა მიზნები ამოძრავებს მას...

ვამპირო რატომ იმალები?(✔)Where stories live. Discover now