3

596 53 16
                                    

თუ ახლა ჩავიდე?

დავფიქრდი...

კიდევ დავფიქრდი...

შემდეგ მივედი იმ აზრამდე რომ უნდა ჩავიდე და ვნახო იქ რა ხდება...

ხალათი მოვიცვი,მობილური ავიღე,სახლიდან ჩუმად გავედი და უკან ტყისკენ დავიძარი...

მინდორი სველი იყო,ასე რომ ვთქვათ მონამული..როგორ არ მიყვარსსს..ახლა ჩუსტები მისრიალებს...არაუშავს ახლა ეს არ არის ყველაზე დიდი პრობლემა რაც მაწუხებს,მაგრამ ნეტა იყოს...

ტყესაც მივუახლოვდი...ფანარი ავანთე..ჯერ ახლომახლო დავიწყე
მინათება შემოწმება,პლიუს მთელი სხეული მიკანკალებდა რადგან მეშინოდა...თვალიერებაში ბევრი ფიქრები მსტუმრობდნენ,მაგალითად: ჩემი სახელი რომ დაიძახეს ტყიდან ხომ მოდიოდა ხოდა ცხოველი ვერ დამიძახებდა ეს სისულელეა..ანუ ანუ იქ ვიღაც არის,იქნებ იქ ვიღაც გიჟია? რომელიც გადამეკიდა და ჩემი მოკვლა უნდა?

თვალები ჩვეულებრივზე მეტად გამიფართოვდა,ვგონებ გავთეთრდი კიდევაც...არა არა ეუნ შენ ახლა სიზმარში ხარ,მოიცადე ახლა ვიპწკენ და გავიღვიძებ...

ხელზე მაგრად ვიპწკინე და ტკივილისგან დავიზმუვლე,არა სიზმარში არ ვარ როგორ გამიხარდა...

წავიდე?
გავიქცე სახლში?

ჩემმა ფეხებმა ინსტიქტურად დაიწყეს წინ სვლა...რას მიკეთებთ ფეხებო..

ტყეს რაც უფრო ვუახლოვდებოდი,მით უფრო მინდოდა გავქცეულვიყავი,მაგრამ არ შემეძლო...

წინ უზარმაზარი ხეები იდგნენ..შიგნით კი არაფერი ჩანდა..როგორც ჩანს იქ გამუდმებით სიბნელე ბატონობს...

__ეუნ..

აი კიდევ დამიძახეს...

__გისმენთ...

პასუხი დავუბრუნე,რადგან მაინტერესებდა კიდევ რამეს თუ მეტყოდა ის ვიღაც..

__ეუნ...

ბოხი ხმა გაისმა ჩემ ყურთ...

დაფეთებული მარცხვნივ მივიხედე რადგან ვიგრძენი სიახლოვე,სიცივე,და ხმა რომელმაც ჩემი სახელი ახლახანს წარმოთქვა...

__ვინ ხარ?

შეშინებულმა ვთქვი...კარგად იგრძნობოდა ჩემ ხმის იოგებში შიში და სასოწარკვეთილება...

ჩაცინების ხმა მომესმა ახლა უკვე შორი მანძილიდან...

უცებ თვალთ დავიჭირე,სხეული სილუეტი რომელიც ხის უკან  იმალებოდა..ძალიან შემეშინდა, არც კი დავფიქრებულვარ უკან გავტრიალდი და კუდამოძუებული გავიქეცი...სახლში წამებში აღმოვჩნდი,კიბეებზე სწრაფად და უხმაუროდ ავედი და ჩემს ოთახში შევვარდი..კარები ჩავკეტე,და იატაკზე დავჯექი,გული ამოვარდნაზე მქონდა,სუნთქვას ვერ ვალეგურილებდი...ძალიან შემეშინდა,რა იყო ის?

ვიღაც ძალიან ცუდად მეხუმრება...

ფეხზე გაბრაზებული წამოვხტი,კანკალით ფანჯარასთან მივედი და გადავიხედე...ის სილუეტი უკვე გამქრალიყო...

სამწუხაროდ ვერაფერი შევნიშნე...

არაუშავს ხვალ აუცილებლად გავიგებ თუ ვინ ან რა იყო ის არსება ან ადამიანი...

მაგრამ მხოლოდ ფანრით ხომ არ ვიქნები?

დანას წავიღებ..

ახლა ძალები მჭირდება...

ფანჯარას მოვშორდი და ლოგინზე წამოვწექი..ჩემი ფუმფულა საუკეთესო მეგობარ ბალიშს თავი დავადე და მალევე დავიძინე...

ნეტავ ხვალ რა მოხდება?

გაგრძელება იქნება🧡🌻😊

მოგწონთ? გავაგრძელო?

ვამპირო რატომ იმალები?(✔)Where stories live. Discover now