სეზონი 2 თავი 2

419 44 27
                                    

__გრცხვენია?
__არა რისი უნდა შემრცხვეს?

ხელი აწია და თმა ყურს უკან გადამიწია..
__ჩემი პეპელავ ჩემი...
__მომშორდი
ხელი უხეშად ჩავაწევინე...
ჩაიცინა და გამეცალა..
__უნდა მომკლა?

გაუაზრებლად წამომცდა ეს შეკითხვა,მაგრამ გულის სიღრმეში ნამდვილად მაინტერესებდა ამის პასუხი...

ის გაჩერდა,ნელა შემოტრიალდა და დამაკვირდა..ჩაფიქრებული გაკვირვებული მზერა მიიღო,ცალი წარბი აწია და მიპასუხა...

__არა

გამიკვირდა..

__არა? მე მეგონა რომ აქ ჩემი მოკვლისთვის იყავი ჩამოსული...
__აჰჰ ჩემო პეპელა,იცი დასაფიქრებლად ბევრი დრო მქონდა,და მივხვდი რომ შენი მოკვლა არ მაწყობს,გამიგე?
__რატომ?
__ამას დროთა განმავლობაში მიხვდები...
__არა მე ახლავე მინდა პასუხი!
__თუ ტონს არ დაუწევ ჩემ მიმართებაში იცოდე,თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ ისე ამოგწოვ სისხლს შენი ლამაზი ყელიდან,ამიტომ იყავი დამჯერი გოგო..

თვალები ავატრიალე...ხელები გადავაჯვარედინე
__და არ აპირებ წასვლას?
__არა..
__რატომ ?
__რადგან შენთან ყოფნა მსურს...
__კარგი სამსახიობო ნიჭი გაქვს...
__მე არ ვმსახიობობ...მე აქ შენთან საცხოვრებლად გადმოვდივარ...მინდა თავი არა როგორც ვამპირმა არამედ ადამიანად ვიგრძნო
__და რატომ ადამიანად?
__რადგან ეს მსურს..არ მინდა სისხლისმსმელი დამიძახონ...იცი მე შევიცვალე...კარგი ნაწილობრივ...

ის კიდევ საუბრობდა და მიხსნიდა თუ როგორ შეიცვალა,და როგორ არ უნდა ჩემი მოკვლა...

თუ მას ჰგონია ამ ტყუილს დავუჯერებ ძალიან ცდება...მართლა ძალიან ცდება...

__ჯონგუკ არ მსურს აქ რომ იყო..
__მაგრამე მე მინდა აქ ვიყო პატარა პეპელავ...
__წადი სხვას შეუსახლდი მე თავი გამანებე
__არა მე აქ ვრჩები...

დივანზე წამოწვა და სერიოზული თვალებით დამიწყო ყურება...

ტანში გამაჟრიალა,მაგრამ არ შევიმჩნიე...

ვამპირო რატომ იმალები?(✔)Where stories live. Discover now