ნია სიტუაცია*
ჯაბას დაბადების დღის შემდეგ 1 კვირა გავიდა ყველაფერი კარგად მიდის მაგრამ თითქოს თავს ვეღარ ვიკავებ რომ დანიელს ჩემი გრძნობების შესახებ არ ვუთხრა. ყველანაირად ვცდილობ თავი შევიკავო. ტელეფონს დავხედე და მესიჯი მომივიდა
_გაიღვიძე პატარავ?
_კი გავიღვიძე.
_როგორ ხარ? ხომ კარგად?
_კი კარგად ვარ მადლობა მოკითხვისთვის.
_დღეს გცალია?
_დღეს? არა დღეს არ მცალია ძალიან ბევრი საქმე მაქვს.
გავემზადე და სამსახურის გზას დავადექი. ფეხით გავლას ვაპირებდი მაგრამ უცებ დანიელის მანქანამ ჩამოიარა და გააჩერა.
_წამოდი, სამსახურში მიგიყვან.
_კარგი
უკან დაჯდომა დავაპირე როდესაც შევამჩნიე რომ უკან სხვა და სხვა ნივთები ელაგა, ყუთები, ჩანთები და ასე შემდეგ, ამიტომ მომიწია მის გვერდით დავმჯარიყავი. გზაში არაფერზე გვილაპარაკია. ორივენი ჩუმად ვისხედით. სამსახურში მალევე მივედით. დანიელმა მანქანა დაამუხრუჭა, გადმოვიდა და მანქანის კარები მეც გამიღო.
მეც გადმოვედი და დიდ შუშებიან შენობაში ორივე ერთად შევედით. დანიმ მაშინვე ჩემი უფროსის კაბინეტისკენ დაიწყო სვლა.
და მეც მთხოვა შეყოლა._გამარჯობა ჯეიმს.
_გამარჯობა დანიელ.
_რამე მოხდა?
_ერთი თხოვნა მაქვს, თუ შეიძლება დღეს ჩემი სიცოცხლე შეგიძლია გაანთავისუფლო?
_შენი ვინ?
_ჩემი სიცოცხლე, მე და ნია ერთადვართ.
_გასაგებია, მაშინ კარგი.
ძალიან გამიხარდა არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ რომ დანიელი უკვე მომწონს. ვფიქრობდი დღევანდელი დღე უინტერესოდ ჩაივლიდა მაგრამ როცა მის სახლში მივედით იქ დაგვხვდა მთავარი სურპრიზი. დანიელმა მთხოვა რომ ზემოთ ავყოლოდი რადგან რაღაცის გადმოცემა უნდოდა. ავყევი რათქმაუნდა. კარებზე რომ დავაკაკუნეთ ტასომ გაგვიღო შეიგნით დეგვიპატიჟეს და ისეთი სილამაზე იყო რომ გავოცდი. ფიქრები არ მასვენებდა დანიელმა იმიტომ მთხოვა აქ ამოყოლა რომ ეს ყველაფერი ეჩვენებინა?
_აქ რა ხდება?გაკვირვებით იკითხა დანიმ. მივხვდი რომ მანაც არაფერი იცოდა. ვიფიქრე სურპრიზი გამიკეთათქო და ასე აგიხდეს ყველაფერი.
_არაფერი, რა უნდა ხდებოდეს?
ამის თქმის შემდეგ, ტასომ ბარბარემ და ჯაბამ გაქცევა ცადეს ბინიდან მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
მე და დანის ხელი მოგვკიდეს და ოთახში შეგვიყვანეს. დანიმ რაღაცის ძებნა დაიწყო გაბრაზება სახეზე დაეტყო და ჩავეხუტე და დამშვიდება ვთხოვე.
____________________________________
იმედია მოგეწონებათ, მალე ახალი თავი გამოვა და შედარებით დიდი. (SecretRomanticist TSFooR )💜