☆4☆

659 31 3
                                    

ავტორის pov:
მეორე დილოთ რიამ ჯიმინი სახლში მიიყვანა თვითონ კი ჯონქუქთან წავიდა, უნდოდა ენახა როგორ იყო.

კარზე დიდიხანია აკაკუნებს მაგრამ კარს არავინ აღებს, რიას სხვადასხვა ცუდი ეჭვები გაუჩნდა. ამ ეჭვების გასაქრობად კი ერთი გზა იყო შიგნით შესვლა. კარის სახელური ჩამოწვა და კარი მაშინვე გაიღო, შიგნით შევიდა. მისაღებში ნამსხვრევები ეყარა, ეტყობოდა რომ ჩარჩო იყო გამტყდარი. რია ჯონქუქს ყველა ოთახში ეძებდა, მაგრამ არსად არ იყო.

ჯონქუქის ოთახში რაღაც დაკუჭული ეგდო, ამას ღიად ყურადღება არ მიუქცევია. მთელი სახლი მოიარა მაგრამ ჯონქუქი ვერსად ნახა. დანებდა და სკოლაში წავიდა.

გაკვეთილები ჩვეულებრივი იყო, გარდა იმისა რომ ჯიმინი რიას კუდში დასდევდა. წამოსვლის დროსაც ჯიმინი აეკიდა
-არ დაიღალე უკან დევით!
-არა!..და არც დავიღლები
-თავი დამანე..._ამ დროს რიას ტელეფონის ხმა გაისმა, უცხო ნომერი იყო

*ალო!
*გამარჯობათ! ქალბატონ რიას ვესაუბრები!
*დიახ მე ვარ!...თქვენ?
*საავადმყოფოდან გირეკავთ ახლახანს პაციენტი შემოიყვანეს, მის ტელეფონში თქვენი ნომერი ვიპოვე და დავრეკე!
*და ვინაა პაციენტი
*ბატონი ჯონგ ჯონ ქუქი_ამის გაგონებაზე რიას ენა ჩაუვარდა, თითქოს რაღაც დაემართა. ხმას ვეღარ იღებდა, მუხლებით მიწაზე დავარდა და შოკში მყოფი ტელეფონს უყურებდა
-ჯონ...ქუქ!
-რია რამე მოხდა!_ჯიმინი შეეცადა გაეგო რას სჭირდა რიას
*რომელ საავადმყოფოშია!_ისევ ტელეფონს მიუბრუნდა
* **** საავადმყოფოში
*მოვდივარ!

უცებ წამოდგა და ტაქსი გააჩერა, ტაქსის მძღოლს ადგილი უთხრა და ისიც დაამატა რომ მალე მისულიყვნენ.
მალევე მივიდა საავადმყოფოში, რია მაშინვე იქ შევარდა. ჯონქუქს ეძებს, გადაუდებელი დახმარების ოთახში შევარდა და ყველა კაბინა შეამოწმა.

-ქალბატონო რას ეძებთ!_ეკითხება ექთანი
-ჩემს შეყვარებულს!...ახლახანს მოიყვანეს!
-თქვენ იმ ბიჭთან ხართ!...
გამომყევით_რიაც უსიტყვოდ გაჰყვა ექთანს
-ეს...რა ადგილია!
-მორგი!...აი აქაა ბატონი!_ერთ-ერთი კაბინა გამოაღეს და იქ სულ თეთრი ჯონქუქი იწვა
-ეს...ეს რაა არის_შეშინებული ხმით იკითხა რიამ
-ბოდიშით ქალბატონო! როცა გესაუბრებოდით ბატონს გული გაუჩერდა და ვეღარ გადავარჩინეთ...ვიზიარებ!_ეზღა უთხრა ექთანმა და ოთახი დატოვა.

შურისძიება (დასრულდა)Where stories live. Discover now