☆20☆

209 13 6
                                    

ავტორის POV:
ყველაზე რთული არის საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ძალიან რთულია როცა ის შენზე ნაწყენი მიდის აქედან. როცა ვერ მოასწარი მისთვის გეთქვა თუ როგორ მოგენატრა, გიყვარს და გინდა მუდამ მასთან იყო.

ზუსტად ასე არის ახლა ჯიმინი, მან დაკარგა საყვარელი ადამიანი. გოგონა რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, გოგონა რომლისთვისაც დათმობს ყველაფერს ოღონდ ის იყოს კარგად, ოღონდ მას არ ავნოს და ოღონდ მის თბილ ღიმილს ხედავდეს.

მაგრამ ჯიმინმა ეს ყველაფერი დაკარგა. დაკარგა მისი თბილი ღიმილი, ჩახუტება, კოცნა და ტკბილი სიტყვები.

საშინელი შეგრძნებაა როცა მიხვალ სახლში და არსად არ არის ის მომღიმარე არსება რომლის გამოც გინდა რომ მალე მიხვიდე, მხოლოდ ცარიელი სახლი. არანაირი სიცილი რომელიც დედა შვილის სითბოთი იყო გამოწვეული მხოლოდ თეთრი კედლები.

ყოველ ღამე შენს გვერდით არავინ იქნება, არავინ გაათბობს ცივ ტანს თბილი ჩახუტებით. მის ადგილას მხოლოდ ცივი ზეწარი და ბალიში რომელსაც საყვარელი ადამიანის ტკბილი სუნამოს სუნი ასდის.

ასევე ცუდია როცა დედას კარგავ, კარგავ ადამიანს რომელსაც შეგიძლია გაუმხილა ყველაფერი. მასთან ერთად აკეთო ტკბილეული, მაგრამ მისი დაკარგვის შემდეგ ეს ყველაფერი შეუძლებელი ხდება. სამზარეულოში აღარ ისმის ლამაზი სიმღერის ხმა. ვერავინ გიმღერებს ძილის წინ ტკბილ იავნანას და ვერავინ გაკოცებს ძილის წინ შუბლზე.

ალაბთ ხვდებით როგორი რთულია დაკარგო ადამიანი რომელიც საყვარელი ადამიანებისთვის ძალინ სამაგალითო და საყვარელი ადამიანი იყო

* ੈ✩‧₊˚* ੈ✩‧₊* ੈ✩‧₊˚* ੈ✩‧₊* ੈ✩‧₊˚* ੈ✩‧₊
ცრემლები მომადგა😄😭
როგორია
ძალიან დრამა ხომ არ გამოვიდა?

ისე ცოტა კი მეწყინა წინას რომ ქონდა ნახვები მაგრამ არანაირი ვოითი და კომენტარები. ამიტომ ახლა გთხოვ დააკომენტაროთ (თქვენი აზრი) და დააოითოთ

მიყვარხართ💜

შურისძიება (დასრულდა)Where stories live. Discover now