⚠️🔞
Y/Nჯონგუკის ქანდაკებასავით გაშეშებულ სხეულს ვეკრობოდი. ხელები წელზე მჭიდროდ მოვხვიე და მის გულ-მკერდში ისე ძლიერად ჩავრგე თავი, რომ ლამის სუნთქვა შემეკრა.
ჯონგუკის კანის სასიამოვნო სურნელი მომხვდა
ცხვირში და თითქოს ამ სურნელმა საოცრად დამამშვიდა, მაგრამ მშვიდად ყოფნა არ დამცალდა. უცბად მკლავში ძლიერი ჩავლება ვიგრძენი. ვიღაცის ხელებმა ისე უხეშად მომაშორეს ჯონგუკის სხეულს, რომ ტანში მტკივნეული გავლებები ვიგრძენი.გაოგნებული მივიხედე გვერდზე და მასწავლებელი ჯინის გავეშებულ და სიბრაზისგან ახურებულ სახეს შევეფეთე. მისმა ხელმა მკლავში ძლიერად მომიჭირა და ჯონგუკისგან მოშორებით, თავისკენ გამათრია.
ჯინის და ჯონგუკის შორის ვიდექი და ხან ერთს შევხედავდი, ხან მეორეს. ერთმანეთს ისე უყურებდნენ, გეგონებოდათ ახლავე და აქვე შეიარაღებულ ბრძოლას გამართავენო. მასწავლებელი ჯინი თავისკენ მიზიდავდა, მაგრამ ჯონგუკის ხელმა შეაჩერა. ჯონგუკს მარცხენა ხელით ვეჭირე, ჯინს კი მარჯვენათი. უცბად თავი სათამაშო მეგონა, რომელიც ორმა "ბავშვმა" ვერ გაიყო და პრინციპულად არ უთმობდნენ ერთმანეთს.
- ხელი გაუშვი - ნათქვამი კბილებში გამოცრა ჯონგუკმა და მისკენ ძლიერად მომქაჩა.
- მტკივა.. - ხმადაბლა დავიჩურჩულე და ჯონგუკს აცრემლებული თვალებით შევხედე. მაშინვე დავინახე როგორ გაკრთა მის თვალებში სიბრაზე, ჯინს მხარში მაგრად უბიძგა და როცა ხელიდან ჩემი თავი გამოგლიჯა, მთლიანად თავის მკლავებში მომაქცია.
მასწავლებელი ჯინისკენ თვალი გავაპარე და ჩუმად გამეღიმა, როცა მისი გამწარებული გამომეტყველება დავინახე.
ჯონგუკს მაისურში ხელები მოვუჭირე და თავი მის კისერში ჩავრგე.ჯონგუკმა, სრულიად მოულოდნელად, ტუჩები შუბლზე შემახო და მაკოცა. ვაღიარებ, რომ სილას უფრო ველოდი მისგან, ვიდრე კოცნას და გაოცებით მივაშტერდი. წარბაწეულმა ზემოდან გადმომხედა და თვალებით მანიშნა წყნარად ვყოფილიყავი.
![](https://img.wattpad.com/cover/270726205-288-k521857.jpg)
YOU ARE READING
ხეპრე ნახევარძმა || J.J.K
Fanfictionშ/ს-ს ცხოვრებაში მოულონელად ქარიშხალი დატრიალდება, როდესაც მისი ქვრივი დედა ცოლად მიჰყვება სამხრეთ კორეაში ყველაზე გავლენიან დიპლომატს, რათა თავისი ობოლი ქალიშვილის ბედნიერი ცხოვრება ურუნველყოს, მაგრამ მან არ იცის, რომ შ/ს და მისი ნახევარძმა ჯონგუკი...