{10}

3.3K 206 67
                                    

AUTHOR

შაბათი საღამო იყო. დასვენების დღეს გოგონებმა წვეულებაზე წასვლა და გართობა გადაწყვიტეს. ანა სახლიდან გასული იყო, შ/ს კი სამზარეულოში ტოსტებს ამზადებდა , რომ ანას მოსვლისთანავე, ცოტა ეჭამათ და შემდეგ წვეულებისთვის მომზადებულიყვნენ.

სამზარეულოს მაგიდაზე თეფშებს ალაგებდა, როდესაც უეცრად სახლში ანა შემოვარდა. ძლივს სუნქავდა და გული ყელში ებჯინებოდა.

- რა მოხდა? წყალი დალიე.. ირბინე? - შ/ს-მ ჭიქით წყალი მიაწოდა გულამოვარდნილ გოგოს და ინტერესით დაელოდა, სანამ დალევდა.

- შენ სულ გაგიჟდი არა? - წამოიყვირა ანამ მოულოდნელად და ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დაარტყა.

- რატომ გავგიჟდი? - წარბები შეკრა გოგომ და მეგობარს გაკვირვებული შეხედა.

- აფთიაქში ჩვენი კლასელი ჯიჰუ შემხვდა და მითხრა, რომ თურმე მთელი სკოლა ფეხზე დგას... - სწრაფად მიაყარა ანამ და შ/ს-ს გაკვირვებულ მზერაზე გვერდულად ჩაეღიმა - ახლა არ მკითხო რატომო?

- არადა ზუსტად ეგ უნდა მეკითხა - ტოსტები თეფშებზე დაალაგა შ/ს-მ და ორი ქილა სოდა მაცივრიდან გამოიღო.

- ჩემთან თავის მოკატუნება არ გამოგივა.. - გაეცინა ანას და მაგიდას მიუჯდა.

- სახლში ისე შემოვარდი, რომ ფეხსაცმლის გახდაც კი დაგავიწყდა.. არადა დამლაგებელი ახლანს წავიდა

- რა დროს დამლაგებელია, რა სერიოზული ბუმი დაატრიალე ხვდები მაინც?

- ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა?

- შ/ს ნუ მასულელებ, შენი პოსტი..

- ააჰჰ მაგაზე მეუბნები? - გააწყვეტინა შ/ს-მ - მერედა რა მოხდა? პირველად ხომარ დამიპოსტავს ინსტაგრამზე?

- პირველად არა, მაგრამ ასეთი ფოტო ნამდვილად არასდროს დაგიპოსტავს - ტოსტი ჩაკბიჩა ანამ და მეგობარს გამომცდელი მზერით დააკვირდა - რა ჩაიფიქრე?

ხეპრე ნახევარძმა || J.J.KWhere stories live. Discover now