AUTHOR
ორი დღის შემდეგ, შ/ს სახლში დაბრუნდა. ვერ ვიტყოდით, რომ შინჯუში ძალიან გაერთო, თუმცა გულის გადაყოლება მაინც გამოუვიდა. თანაც ახალი ადამიანები გაიცნო, მათ შორის ძალიან საყვარელი წაბლისფერთმიანი ბიჭი, სახელად ჰოსოკი, ცხენებს რომ აქირავებდა და ძალიან ბევრი ადგილობრივი გოგონას გულს რომ ფლობდა. წამოსვლის წინ, ნომრებიც კი გაცვალეს.
მოქანცული მგზავრობიდან სახლში დაბრუნებულმა, მიუხედავად იმისა, რომ
ბატონმა ჯეონმა მძღოლის გაგზავნა და სახლში პრინცესულად ჩამობრძანება შესთავაზა, იუარა და ავტობუსით წამოსვლა ამჯობინა. გულგრილად დაყარა ბარგი შემოსასვლელში, ფეხსაცმელები მოუთმენლად გაიხადა და ჰოლისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.როდესაც მისაღებს უახლოვდებოდა, გზაში ორი ადამიანის ერთმანეთში საუბრის დაბალი და მოგუდული ხმები მოესმა. ერთი დედამისის, ელენის ხმა იყო, მაშინვე იცნო, ხოლო მერე, მამაკაცის სასიამოვნო ხმა, მაგრამ ასე შორიდან ვერ გაარჩია, ვინ იყო. ისინი ერთმანეთში საკმაოდ თავისუფლად და მეგობრულად საუბრობდნენ, ამიტომ შ/ს-მ იფიქრა, დედას მორიგი მეგობარიაო და ხმადაბლა ჩაილაპარაკა
- როგორ შეიძლება ყოველთვის სტუმრები ჰყავდეს.. - თავმობეზრებული იყო უცხო, გადაპრანჭული და საშინლად უგემოვნო მდიდარი ხალხის ყალბი თავაზიანობით, რომლებსაც დედამისი სახლში იწვევდა, ხან სადილზე, ხანაც საქმიან ვახშამზე. ისინი ყოველთვის ათასგვარი სულელური კითხვებით აბრუებდნენ, ამიტომ გადაწყვიტა თავს ავარიდებ და ჩემს ოთახში ავალ, სანამ სტუმარი არ წავაო.თუმცა როგორც კი მეორე სართულის კიბეებზე შედგა ფეხი, მისაღებიდან საკუთარი სახელი მოემსა. მაშინვე ადგილზე შედგა და ცნობისმოყვარეობით დაძაბა სმენა. დედამისი უცნობ სტუმარს მის შესახებ ელაპარაკებოდა. შ/ს-მ ფეხაკრეფით გაიარა დერეფანი და მისაღების კარს ყური მიადო. საუბარი დაგუდულად ისმოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სიტყვების გარჩევა მაინც შეიძლებოდა
YOU ARE READING
ხეპრე ნახევარძმა || J.J.K
Fanficშ/ს-ს ცხოვრებაში მოულონელად ქარიშხალი დატრიალდება, როდესაც მისი ქვრივი დედა ცოლად მიჰყვება სამხრეთ კორეაში ყველაზე გავლენიან დიპლომატს, რათა თავისი ობოლი ქალიშვილის ბედნიერი ცხოვრება ურუნველყოს, მაგრამ მან არ იცის, რომ შ/ს და მისი ნახევარძმა ჯონგუკი...