{3}

5.1K 270 146
                                    

Y/N

საღამოს ექვსი საათი იყო, როდესაც გამომეღვიძა. გუშინ დავალებების გამო თითქმის ღამე გავათენე, რადგან ამ სულელური სკოლის პროგრამას დავწეოდი, ამიტომაც დაღლილს შუადღეზე ჩამძინებია და მხოლოდ ახლა გამეღვიძა. დაბლა სართულიდან ხმაურის ხმები მომესმა. საწოლიდან მთქნარებით წამოვიწიე და ჰუდი გადავიცვი, რადგან საღამოს სიცივემ შემაწუხა.

ოთახში, ჩემი პარფიუმერიის მაგიდასთან, დედას პატარა წერილი დამხვდა, რომელშიც მწერდა, რომ მის ქმართან ერთად საქმიან ვახშამზე მიდიოდა და დღეს სახლში არ დაბრუნდებოდა.

ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი უბედურების ხარჯზე დედაჩემი ასე ერთობა ცხოვრებით.

გაბრაზებულმა სწრაფად დავკუჭე ფურცელი და ტელეფონში დედაჩემის ნომერი მოვძებნე. სამი ზარის შემდეგ მიპასუხა, თან ისეთი გახარებული ტონით, რომ ნერვები უარესად მომეშალა

- ძვირფასოო.. გაიღვიძე? - მისი საუბრის ფონზე ხალხის სიცილ-კისკისის ხმები ისმოდა

- არა, ჯერ კიდევ მძინავს და სიზმრიდან გირეკავ - გაღიზიანებული ტონით ვუპასუხე

- რა მოგივიდა? რატომ ხარ ასეთი გაღიზიანებული?

- მეკითხები კიდეც რა მომივიდა? სერიოზულად დედა? - იმხელა ხმაზე დავუყვირე, რომ ჩემი ყვირილი მგონი ოთახის გარეთაც კი გაისმა

- კი შ/ს, გეკითხები რამ მოგიწამლა ასე ხასიათი? - ამჯერად მისი ტონიც გამკაცრდა

- მე რა კარგ ხასიათზე ყოფნის რაიმე მიზეზი გამაჩნია?

- გამაგებინე რა გინდა?

- წახვედი შენს ქმართან ერთად გასართობად, მე კი მიმაგდე ამ საშინელ სახლში ისე, რომ არც კი გამაღვიძე და გამაფრთხილე, რომ მიდიოდი

- ერთიწუთით მომიცადე - რამოდენიმე წუთი არაფერი უთქვამს. ალბათ სუფრიდან წამოდგა და ცალკე გამოვიდა, რომ უფრო კარგად და თავისუფლად ეჩხუბა ჩემთან

ხეპრე ნახევარძმა || J.J.KWhere stories live. Discover now