{15}

1.9K 166 37
                                    

AUTHOR

ჩაბნელებულ და უღრან ტყეში ჩამიჩუმი არ ისმოდა. მიწაზე ხელ-ფეხ გაკოჭილი და პირ და თვალებ აკრული შ/ს გონწართმეული იწვა.

უკვე შუაღამეს გადასცდენოდა. ცის თავზე ვებერთელა სავსე მთვარე ეკიდა და ბნელ ტყეს თავისი შუქით ანათებდა.

გატაცებულმა შ/ს-მ ნელ-ნელა გონს მოსვლა დაიწყო. თავბრუსხვევის და გულისრევის საშინელი შეგრძნებები უტევდა. როდესაც სიტუაციიდან გამორკვევა სცადა, მაშინვე იგრძნო, რომ სხეულში ხის ტოტები ერჭობოდა, ხოლო სახეზე უხეში ბალახი ეხახუნებოდა და ამიტომაც მაშინვე მიხვდა, რომ მიწაზე იწვა.

პანიკაში ჩავარდნილი გოგო მხოლოდ ცნობიერების დაბრუნების შემდეგ მიხვდა, რომ თოკები იყო დაბმული და მოძრაობას ვერ ახერხებდა. შიშმა აიძულა, რომ ეკივლა, თუმცა პირზე აფარებულმა ნაჭერმა მისი ხმა დაახშო. გაკოჭილი ხელები ისე დაბუჟებოდა, რომ სისხლის მიმოქცევა გაჩერებული ჰქონდა.

აგონიაში ჩავარდნილი გოგო სწრაფად წამოხტა ფეხზე და თოკებს გაებრძოლა, თუმცა იმდენად მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი, რომ ძვრაც კი ვერ უყო. თავის მხრივ ნაბიჯის გადაგმას ვერ ბედავდა, იმ მიზეზით, რომ იქნებ სადმე კლდის ან ხრამის პირას იდგა და პირდაპირ სასიკვდილოდ უნდა გადაჩეხილიყო სადმე.

შემდეგ დაფიქრდა, ყური დაუგდო და სიწყნარეში წყლის მშვიდი დინების ხმა გაარჩია. შორიდან ჭრიჭინების ჭრიჭინიც ისმოდა.

მოულოდნელად მის ყურთასმენას ხის ხმელი ტოტების მტვრევის ხმა მისწვდა და შიშისგან ადგილზე გაქვავდა. მიხვდა, რომ ვიღაც უახლოვდებოდა და სხეული გაეყინა. გული გახეთქვამდე უცემდა, სხეულის წნევა შკალას გადასცდა, სახეზე ცივი ოფლი ასხამდა და თავიდან ბოლომდე კანკალებდა.

მიწაზე ჩაიკეცა და მუხლებს დაეყრდნო. შიშისგან გული ყელში აუვიდა. თუ მისი მოკვლა უნდოდათ, აქამდეც ხომ მოკლავდნენ, თუმცა ამ ვერსიას და მოსალოდნელ უბედურებას მაინც ვერ გამორიცხავდა.

ხეპრე ნახევარძმა || J.J.KWhere stories live. Discover now