{1}

11.4K 363 230
                                    

AUTHOR

ერთფეროვანი და მოსაწყენი ცხოვრება არავისთვის არის სახალისო და საინტერესო, მაგრამ მაშინ, როდესაც ყველაფერი თავდაყირა დგება და რადიკალურად იცვლება ვხვდებით, რომ ცხოვრება გვეთამაშება და თავისი ოინებით გვაშაყირებს.

თავის ახალ ოთახში მჯდომარე გაქვავებული და სასოწარკვეთილი გოგო ნანახს და გაგონილს არ იჯერებდა.
ცოტა ხნის წინ პირველი კლასის თვითმფრინავით ჩამოფრენილს პროტესტის ნიშნად საჭმელზე პირი არც კი დაუკარებია.

ეს მდიდრული და პრინცესული ოთახი ვერც კი შეედრებოდა მის ძველ მოკრძალებულ ოთახს.
ათასი ნივთი, რომელიც საჭიროც კი არ იყო, მაგდაზე გაფორმებისთვის ელაგა.
მისი მოზრდილი ბარგი კართან იდო, თვითონ კი ჯერ კიდევ გაოგნებული იჯდა საწოლზე და მომხდარის გადახარშვას ცდილობდა.

მისი კეთილდღეობისთვის დედამისმა ბევრი გააკეთა, მათ შორის ისიც, რომ მდიდარ კორეელ კონგრესმენს და დიპლომატს გაჰყვა ცოლად. მართალია დედა ყველაფერს შვილის უზრუნველი მომავლის გამო აკეთებდა, მაგრამ მეამბმოხე თინეიჯერი გოგო რასაკვირველია ამას ვერ ხვდებოდა.

ეს დაუჯერებელი მოვლენა შ/ს-მ სულ რაღაც ოთხი საათის წინ შეიტყო და ვერ მიიღო, თუმცა იძულებული გახდა ახალი მამინაცვლის სახლში, სრულიად უცხო ქვეყანაში დედასთან ერთად მამინაცვლის მიერვე გამოგზავნილი კერძო თვითმფრინავით გადაფრენილიყო.

გოგო შოკში იყო. ახალი სახლი, სრულიად უცხო ქვეყანა სამხრეთ კორეა, სრულიად გამოუცნობი ქალაქი სეული და ახალი ოჯახი ვერაფრით მიიღო. რასაკვირველია ამან საყვარელ მეგობრებთან და მშობლიურ ქვეყანასთან დაშორება აიძულა, ამიტომ სძულდა ყველაფერი.

კორეაში ჩაფრენიდან გასული დღეების განმავლობაში ოთახში იკეტებოდა და ფეხს არ ადგამდა იქედან. დედა ამაზე ნერვიულობდა, მაგრამ გულდაწყვეტილ შვილს ვერაფერს უხერხებდა, თუმცა იმედი ჰქონდა ერთ დღესაც შ/ს გაიაზრებდა, რომ დედამ ეს ნაბიჯი მხოლოდ მისი კარგი მომავლის გამო გადადგა.

ხეპრე ნახევარძმა || J.J.KWhere stories live. Discover now