{12}

2.8K 230 86
                                    

Y/N

რამოდენიმე კვირა გავიდა მას მერე, რაც მასწავლებელი ჯინის სახლიდან წამოვედი. მის მერე, რაც მოხდა, მას ჩემთან დაკონტაქტება არ უცდია. პირიქით, უსულო საგანივით მექცევა. დარწმუნებული ვარ, ჩემზე გაბრაზებული და ნაწყენია და მისი მესმის. არ ვამტყუვნებ, რადგან საშინლად მოვიქეცი. სკოლაშიც თვალს მარიდებს და ისე მაჩვენებს თავს, თითქოს ირგვლივ არც ვარსებობდე. ვიცი, რომ დავიმსახურე, მაგრამ მაინც ნემსივით მერჭობა გულში მისი საქციელი და მტკენს.

ერთხანს დავფიქრდი იმაზე, რომ მისთვის ბოდიში უნდა მომეხადა და რამოდენიმეჯერ ვცადე კიდეც, მაგრამ როგორც კი ვუახლოვდებოდი, მაშინვე პანიკა მიცავდა და ვნერვიულობდი, ამიტომაც საბოლოოდ ჩემი მცდელობები კრახით დასრულდა.

როდესაც გავიგე, რომ დედაჩემს მუცელი მოეშალა, ძალიან შემეცოდა და სახლში დავბრუნი. ცუდ მდგომარეობაში დამხვდა. საშინლად დასუსტებული და გამოფიტული იყო. ეტყობა, რომ ძალიან განიცადა ნაყოფის დაკარგვა. არაფერია იმაზე ცუდი სანახავი, ვიდრე გაღიზიანებული და განადგურებული დედა. ჩემი მისვლით უარესად გავაჯავრე, რადგან ჩემზე ჯერ კიდევ ნაწყენი იყო, მაგრამ არ გავუგდივარ. არ მომეხვია და არ მაკოცა, უბრალოდ წარბებშეკრული შემომხედა და უხეშად მიბრძანა ჩემს ოთახში დავბრუნებულიყავი.

დედაჩემისგან განსხვავებით, ბატონი ჯეონი უცნაურად ჩამეხუტა და თავზე ხელი ისე გადამისვა, თითქოს მეორე კლასელი პატარა გოგო ვიყავი, რომელმაც სკოლაში მათემატიკის ტესტში მაღალი შეფასება მიიღო. მართალია მეუცნაურა მისი ასეთი დხვედრა და ეს "მამა-შვილური" ჟესტი, მაგრამ მაინც მეამა, რომ ვიღაცას მაინც გაეხარდა ჩემი დაბრუნება ამ სახლში.

ჯონგუკი სახლში არ იყო. იმ ამბის შემდეგ არც მინახავს. ის და მისი მეგობრები სადღაც გაქრნენ. სკოლაში ამბობდნენ, რომ გასართობად ჯიმინის აგარაკზე წავიდნენ.

ხეპრე ნახევარძმა || J.J.K Where stories live. Discover now