03

2K 125 41
                                    

- ამმ მე...- ამ უეცარი შეხვედრის გამო ხმა ამიკანკალდა და უაზრო თავის მართლება დავიწყე.

- ამმმ...ეს ძალით არ მინდოდა, უბრალოდ რომ მივდიოდი რაღაც ხმები მომესმა და...-ლაპარაკს ჯონგუკის სიცილი მაწყვეტინებს.

- კარგი ლამაზმანო დაწყნარდი,რამ შეგაშინა.
უბრალოდ გაითვალისწინე რომ სხვების თვალთვალი არ შეიძლება.- თვალი ჩამიკრა და ცინიკურად გამომხედა. ნელა დაიწია ჩემს სიმაღლემდე, ორი თითით ნიკაპი დამიჭირა და პირდაპირ თვალებში დამიწყო ყურება, ხან კი ჩემი ტუჩებისკენაც გააპარებდა თვალებს.
არ ვიცი ამ დროს რა ვიგრძენი, მე უბრალოდ მის თვალებში ჩავიძირე, როგორც უსასრულო ოკეანეში, ვერღარ დავაღწიე თავი, არადა ზუსტად ვიცი, რომ ძალიან კარგად ვცურავ.
გარშემო ვეღარაფერს ვხედავდი მისი კუპრივით შავი თვალების გარდა,
სადაც მილიონობით მოციმციმე ვარსკვლავს დაინახავდი, როგროც გალაქტიკაში.
მისი მომაჯადოვებელი ზემოქმედების გამო ვერც კი მივხვდი, რომ მთელი ამ დროის მანძილზე სუნთქვა შეკავებული მქონდა, ხელი რომ გამიშვა მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე.

კარებისკენ გატრიალდა და წასვლა დააპირა. მეგონა საბოლოოდ თავს დამანებებდა და ამოვისუნთქებდი(სინამდვილეში ეს საერთოდ არ მინდოდა) მაგრამ სასტიკად შევცდი.
წასვლისას მეც გავყევი უკან, ვიფიქრე უცბად გავიქცევი კლასისკენ, რომ ვერ დამეწიოს - თქო, ის კი შემოტრიალდა, მთელი ძალით მიმახეთქა კედელზე და ჩემს ბაგეებს დააცხრა.

უეცარი ქმედებისგან შოკში ვიყავი, ამიტომ პირი ღია მქონდა და მალევე, მარტივად მოახერხა ჩემს პირში ენის შემოსრიალება.
ჩემი ძლიერი სურვილის მიუხედავად, რომ მეც ავყოლოდი კოცნაში ყველანაირად ვცდილობდი მის მოშორებას, რაც საბოლოოდ ძლივს გამომივიდა. არ მინდოდა ჩემი თავმოყვარეობისათვის და ადამიანობისთვის დეხი გადამებიჯა და მერე მენანა.

ძალიან მეტკინა გული, ამ საქციელმა დაამტკიცა რომ საშინელი play boy არის და გოგონების გრძნობებზე უყვარდა თამაში.
რამდენიმე წუთის წინ ვიღაც ბოზი გაჟიმა და ახლა ჩემთან მოვიდა.
თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი.

🔞უსასრულო ტანჯვა🔞| J.Jk Where stories live. Discover now