2.10(დასასრული)

690 41 4
                                    

JUNGKOOK'S P.O.V

ისევ მისი საწოლის წინ ვწევარ,მას კი ჯერ ისევ სძინავს.
ექიმი მეუბნება რომ მისი გადარჩენის შანსი 10%-ც კი არაა.

მაგრამ მე არ მინდა რომ ეს დავიჯერო.
ვიცი... ვიცი რომ ის გაიღვიძებს და შეძლებს რომ მისი პატარები გულში ჩაიხუტოს.

ვიცი რომ კიდევ გავიგებ მის ლამაზ წკრიალა ხმას,კიდევ ჩავხედავ ლამაზ თაფლისფერ თვალებში და ერთად გავზრდით ჩვენს პატარა ბაჭიებს.

ყოველ დღე ასე ვარ,დილით 9 საათზე მოვდივარ შუა დღემდე ვარ,მერე სახლში ვბრუნდები ცოტას ვმუშაობ და ისევ აქ მოვდივარ ასე 6 საათისთვის და ღამით 1-ზე უკან ვბრუნდები.

სამსახურში კი მხოლოდ გადაუდებელი საქმეების გამო მივდივარ,ისე სახლიდან ვმუშაობ. 

ეს ამ ოთხი თვის განმავლობაში ჩემს რუტინად იქცა რაც არც დღეს იყო გამონაკლისი.

დილით მაღვიძარას ხმა მესმის,ვდგები,სააბაზანოში შევდივარ ვწესრიგდები,ვიცმევ და მივდივარ. 

ენის პალატაში შევდივარ,ის კი ისევ ისე წევს როგორც 4 თვის წინ.

მისი ყურებისას გული მტკივა,როგორ მინდა თავისი ხელები შემომხვიოს და გულში ჩამიკრას.

თვალში ცრემლები მიდგება,ყელში კი ბურთი მეჩხირება,რომელსაც ძლივსძლივობით ვყლაპავ და ლაპარაკს ვიწყებ.

-პატარავ როგორ ხარ? ყველას ძალიან მოგვენატრე... იმედია მალე გაიღვიძებ.

იცი ამ ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა.
ჯიმინს შეყვარებული ყავს.
მას მირა ჰქვია.
კარგი გოგოა,21 წლისაა.
უკვე 1 კვირაა ერთად არიან და დღეს გვითხრეს ამის შესახებ.
თეჰიონსაც შეყვარებული ყავს და იცი ვინაა ის გოგო?
მარია... შენი საუკეთესო მეგობარი.
მათ 1 თვეში ქორწილი ექნებათ,თურმე 9 თვე ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს.

შუა დღემდე ასე ველაპარაკებოდი.
შემდეგ ისევ სახლში წავედი.
იმის გამო რომ სახლიდან ვმუშაობ ბევრი საქმე დამიგროვდა,ამიტომ ვეღარ მოვახერხე მისი მეორედ ნახვა.
მუშაობისგან დაღლილს კი კომპიუტერზევე ჩამეძინა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 28 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

🔞უსასრულო ტანჯვა🔞| J.Jk Where stories live. Discover now