JUNGKOOK P.O.V
მთელი ღამე არ მეძინა,ძალიან ვნერვიულობდი.
ჩვენმა გეგმამ შეიძლება ენის და ჩემი შვილების სიცოცხლეს დიდი პრობლემა შეუქმნას.ვიწექი და ჭერს ვუყურებდი,ამასობაში კი დრო ძალიან მალე გავიდა და უკვე დილის 10 საათი გახდა,შუადღის 2 საათამდე საჭირო რაღაცეებს ვაგროვრბდით და პოლიციელებს გეგმას ვაცნობდით.
მალე დავიძარით,და 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ უკვე ტყეში ვიყავით.
პოლიცია ყველგან გადანაწილდა,ხეებზე და ქარხნის გარშემო ტერიტორიაზე დავაყენეთ კამერები,რომლებსაც იუნგი და ჯინი აკონტროლებდნენ და ყველანაირ ინფორმაციას ყურსასმენებით გადმოგვცემდნენ.
უკვე 5-ის ნახევარი იყო მე კი ჯულიასთან შესახვედრად ვემზადებოდი.
ჯიმინიც მომზადებული იყო რომ ენი უსაფრთხოდ და მალე გამოეყვანა.
იარაღი დამალული მქონდა და ხელში განქორწინების ყალბი საბუთები მეჭირა.
მალევე ვაღებ კარებს და შიგნით შევდივარ,იქ კი ჯულია,ელიასი და ჯიჰუნი მხვდებიან,რომლებიც ენის გარშემო დგანან.
ოჰ ღმერთო... ჩემი ლამაზი გოგო რა დღეში ჩაუგდიათ,სულ სისხლიანია და თვალებს ძლივს ახელს.
ამ ყველაფრის დანახვისას თვალებში ცრემლი მიდგება,გაშეშებული ვუყურებ მის დასახიჩრებულ სხეულს,რომელიც სილურჯეებს დაეფარათ.
-ენ...-ჩუმად ჩავიჩურჩულე და მისკენ გავიწიე,მაგრამ იმ წამსვე სამი იარაღი დავინახე,რომლებსაც მე მიმიზნებდნენ.
-არ მიუახლოვდე!-გავიგე ჯულიას მკაცრი ხმა,მეც დავემორჩილე რადგან არ მინდოდა ზედმეტი პრობლემები.
-სწორი გადაწყვეტილება მიგიღია.
გირჩევნია დამემორჩილო თორემ ხომ იცი ენს რა მოუვა?-მე უბრალოდ გაბრაზებულმა,პირდაპირ თვალებში შევხედე.-იმ მაგიდასთან მიდი და საბუთები ამოიღე,მერე კი ხელი მოაწერე.-მითხრა ისევ მკაცრი ხმით.
მე უბრალოდ გაბრაზებული მზერა ვესროლე და მაგიდისკენ დავიძარი.
YOU ARE READING
🔞უსასრულო ტანჯვა🔞| J.Jk
Randomგაფრთხილება!!! •იქნება 18+! •არ იქნება ცენზურა დაცული! •იქნება ძალადობის,გაუპატიურების და მკვლელობის სცენები! ... "ნუ,კონკიას ცხოვრება მაქ. იმედია მალე ვიპოვი ჩემს პრინცს, მაგრამ არამგონია. უნივერსიტეტში არავინ მაქცევს ყურადღებას,რაც ძალიან მომწონს...