2. 5

482 41 5
                                    

JUNGKOOK P.O.V

ვუყურებდი ენს,რომელსაც იარაღი ჰქონდა მოშვერილი.
დარწმუნებული ვიყავი რომ მესროდა.
ასეც მოხდა...
მან გაისროლა იარაღი მაგრამ...

ტყვია მე არ მომხვედრია...

-შვილოოოო!!!-ტყვიის გასროლის ხმას დედაჩემის ტკივილნარევი და განწირული ხმა მოჰყვა.

-დედაააა!!!-სწრაფად მივვარდი მის სხეულს,რომელიც მიწაზე ეცემოდა და მჭიდროდ მოვხვიე ხელები.

-დედა ჩემთან დარჩი არ დამტოვო.
თვალები არ დახუჭო.-უკვე ცრემლები მომდიოდა,ისიც კი ვერ გავიაზრე ლაპარაკი ყვირილიში როგორ გადაიზარდა.

იმის მიუხედავად რომ მას არასოდეს არ ვუყვარდი და შვილად არასდროს არ მთვლიდა მე მაინც მადარდებს,ის ხომ ჩემი დედაა რომელმაც გამაჩინა და ამ ქვეყანას მომავლინა.

-ჩემო..პატარა.. ბიჭო...-ლაპარაკი უჭირდა მაგრამ მაინც ყველანაირად ცდილობდა.
თავისი აკანკალებული ხელი ჩემს სახესთან წამოიღო,ნაზად ჩამომისვა.

-ბოდიში.. რომ.. ასე ცუდად გექცეოდი.
საშინელი დედა ვიყავი.-ეხლა მასაც წამოუვიდა ცრემლები და მეც ვუმატე ტირილს.

-არა ეს არ თქვა...
ბევრი არ ილაპარაკო...
ძალა შემოინახე.-ხელში ავიყვანე და სწრაფი ნაბიჯებით წავედი,ყურადღება არც კი მიმიქცევია იქ მდგომ ენისთვის,რომელიც სმირკ აკრული სახით მიყურებდა.

მე მის მიმართ ისევ მქონდა გრძნობები,ყველაფრის მიუხედავად ისევ ისე ძლიერ მიყვარდა მაგრამ მან რა ქნა.

ასეთი სასტიკი როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს.
ვაზღვევინებ,ამას აუცილებლად ვიზავ.
აღარ მივცემ უფლებას ისევ დამიმორჩილოს და გაბატონდეს.

პირდაპირ საავადმყოფოს გზას დავადექით,როგორც შეგვეძლო სწრაფად მივდიოდი.

დედაჩემი სასწრაფოდ საოპერაციოდ შეიყვანეს და 3 საათის შემდეგ ექიმი გამოდის.
სწრაფად ვხტები და ექიმთან სირბილით მივდივარ.

🔞უსასრულო ტანჯვა🔞| J.Jk Where stories live. Discover now