2.7

474 28 0
                                    

ANN'S P.O.V

ტახტზე ვარ წამოწოლილი და ჩემს ქმარს ველოდები, რომელიც მთელი დღეა სამსახურშია და მე კი მარტომ მოვიწყინე.
აქეთ-იქით დავდიოდი.
სახლიც დავალაგე, საჭმელიც გავაკეთე, ტელევიზორსაც ვუყურე და ახლა უბრალოდ ვწევარ.

- აუუ მალე მოდი რაა...-ჩემს თავს ვებუზღუნებოდი.

ტელევიზორი ჩავრთე.
ყველანაირი არხი ვნახე მაგრამ საინტერესო ვერაფერი ვიპოვნე, ყველგან ერთი და იგივე.
საინფორმაციოებშიც კი არაფერია ახალი.
ბოლოს მოწყენილად ამოვიხვნეშე და ტელევიზორი გამოვრთე.
ახლა უბრალოდ ვიწექი და ჭერს მივშტერებოდი, თან მუცელზე მედო ხელები და ვისვამდი.

მალე ზარის ხმა გაისმა, სწრაფად ავდექი და კარისკენ გავიქეცი სადაც ჩემი უსაყვარლესი ქმარი მეგულებოდა.
ჩემი ვარაუდები გამართლდა, იქ ჩემი მეუღლე იდგა, რომელიც ბედნიერი, დიდი ღიმილით მიყურებდა.

- პატარავვ როგორ მომენატრეთ, ჩემს გარეშე ძალიან ხომ არ მოიწყინეთ?- ჯერ მე მაკოცა ტუჩებზე,შემდეგ კი დაიხარა და ჩემს მუცელს აკოცა სადაც 2 ტყუპი მეჯდა.

დიახ დიახ არ მოგესმათ მე ისევ ორსულად ვარ.
ამ ჯერად ორ ტყუპზე.
უკვე 5 თვის ორსული ვარ და ხვალ უნდა წავიდეთ სქესის გასაგებად.

ნუ თუ ჩემ ქმარს ეცლება წავალთ.

-გუკიი.- მასთან მივდივარ და ვეხუტები, რაზეც ისიც მხვევს ხელებს და თავისი ლოყით თავზე მეყრდნობა.

-გისმენ პატარავ. -თავზე მკოცნის, მე კი თავს ვწევ და პირდაპირ თვალებში ვუყურებ.

- ხვალ გცალია?? ბავშვების სქესი გავიგოთ. -საყვარელი სახე მივიღე.
ტუჩები გადმოვაბრუნე და უფრო ჩავეხუტე.

მან გაიცინა და შუბლზე მაკოცა.

- ღმერთო როგორი საყვარელი ხარ.
რა თქმა უნდა, პატარავ. ოღონდ სამსახურში მაინც მომიწევს წასვლა და შუადღისკენ მივიდეთ ექიმთან. -მე ბედნიერებისგან ხტუნვა დავიწყე, მან უბრალოდ გამიცინა და ერთად დავწექით ტახტზე.

🔞უსასრულო ტანჯვა🔞| J.Jk Donde viven las historias. Descúbrelo ahora