2.2

601 43 5
                                    

დილით 7 საათზე ვიღვიძებ,სპორტულ ტანსაცმელს ვიცვამ და გარეთ სარბენად მივდივარ.
ჩემს საყვარელ პარკში შევდივარ. გარემოს კარგად ვათვალიერებ, სფოთიფაიში "sigarettes after sex"-ს ვრთავ და ჯერ უბრალო სეირნობას ვიწყებ.

როდესაც ამერიკაში ვიყავი გადავწყვიტე ფორმაში ჩავმდგარიყავი ამიტომ ვარჯიში და დიეტები დავიწყე, მალე კი ჩემი სხეული ყოველ დღიურ სირბილს მიეჩვია და ჩემს მნიშვნელოვან წესად იქცა, რომელსაც არასოდეს არ ვარღვევ.
როგორც ყოველთვის ამ მიტოვებულ ადგილას ცოცხალის ნატამალი არაა, რაც ძალიან მახარებს.

ცოტახანში ერთ-ერთ სკამზე ნაცნობ სილუეტს ვხედავ, ცოტა მიკვირს და მას ვუახლოვდები შემდეგ კი ზუსტად ვხვდები თუ ვინაა.

JUNGKOOK P.O.V

მთელი ღამე არ მეძინა, ენზე მეფიქრებოდა.
ის ძალიან შეცვლილიყო, უფრო ქალური და ძლიერი გამხდარიყო.
მისმა გამოჩენამ ჩემს გულში ჩამარხული გრძნობები ისევ გააღვიძა და სააშკარაოზე გამოიყვანა.
მე ის ისევ ისე ძლიერ მიყვარს როგორც ადრე... შეიძლება ითქვას რომ უფრო მეტადაც.

და დიახ მე ჯულია არასოდეს არ მყვარებია, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა.
ჯულიას სკოლიდან მოყოლებული მოვწონვარ, მამამისის ფულზე დახამებული ძუკნა იყო, რომელსაც ყველაფერს უსრულებდნენ და არაფერს უშლიდნენ.

მამამისის დამსახურება იყო,რომ კლასში არ რჩებოდა და ყოველ გამოცდაში აბარებდა,სკოლის და უნივერსიტეტის ყველა ბიჭს მოტყნული ყავს და ამაზე საერთოდ არ აქვს პრობლემა.
მოვეწონე და ჩემი ხელში ჩაგდებაც უნდოდა,მაგრამ მე მას მარტო ჰორმონების დასაწყნარებლად ვიყენებდი,მერე ჩემი და ენის შესახებ გაიგო და ძალიან გაბრაზებული იყო.

როცა ენი წავიდა მამაჩემთან გაიქცა,თავისი მშობლებიც გამოელაპარაკნენ ჩემებს და 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დავქორწინდით.

როგორც ადრე ახლაც მარტო სექსისთვის და გართობისთვის მჭირდება,მასთან განქორწინება კი არ შემიძლია რადგან ძველი ტრადიციების თანახმად ცოლიანი კაცი უნდა მართავდეს კომპანიას.

🔞უსასრულო ტანჯვა🔞| J.Jk Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz