დილით ადრე გამეღვიძა.
მთელი ნახევარი საათი იმაზე ვნერვიულობდი, თუ რას იტყოდნენ ჩემი მშობლები, დანისთან დაკავშირებით.
საბოლოოდ კი უბრალოდ ფიქრით დავიღალე და სააბაზანოში შევედი მოსაწესრიგებლად.ქვემოთ თითების ტკაცუნით ჩავედი, ჯერ კიდევ მოკლე შორტებისა და ბრეტელებიანი მაისურის ამარა ვიყავი, თუმცა ეს ნაკლებად მანაღვლებდა ახლა.
შევედი სამზარეულოში და იქ სულ სხვა სანახაობა დამხვდა, თურმე რა ტყუილად ვნერვიულობდი.
ყველანი მაგიდას შემომსხდარიყვნენ, დანიელის ჩათვლით, და საუზმობდნენ, თან იცინოდნენ.
ჩემს მშობლებს ყოველთვის მოსწონდათ ის.
უჟმურ სესილისაც კი განსაკუთრებით უყვარდა, ალბათ ჩემზე მეტადაც კი და სიძეს ეძახდა.
ნუ იოანეზე არაფერს ვიტყვი, ისინი ისედაც ყოველთვის ძმაკაცობდნენ.
სწორედ იოანეს დამსახურებაა ჩვენ ერთმანეთი, რომ გავიცანით.
მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის თინეიჯერი ვიყავი, 18 წლის დანიელი კი იოანეს ახალი კლასელი იყო.
ალექსანდრეც მაშინ გავიცანი.-მანდ რას დგახარ, მოდი ისაუზმე საყვარელო - ნინამ თბილად გამიღიმა.
-არ მშია დე... სესო დღეს სავარჯიშოდ გადიხარ? - ვკითხე ჩემს დას, რომელიც დანიელთან საუბრის გამო ვერ გაიგო.
-სესილი!... შეგიძლია ყურადღება მომაქციო? - გავბრაზდი.
-რა?
-რა კი არა სავარჯიშოდ გადიხარ-თქო? გკითხე.
-ააა კი, ცოტახანში.. რაიყო?
-მეც წამოვალ.
იოანემ წარბები აზიდა.
-მომესმა? თუ თქვენც გაიგეთ? შენც გაიგე? - ჰკითხა დანიელს,
რომელიც ეხლა შევამჩნიე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიყურებდა.
ან ჩემს სხეულს უყურებდა.-რას მომჩერებიხარ?!
-ეველინა! - დედამ შემიბღვირა,
და არც მამა დამრჩენია ვალში.
YOU ARE READING
შენი ფანჯრიდან (დასრულებული)
Romance-შენი ოცნება? -ცეკვა... -ცეკვა? -ჰო, ცეკვა... ცეკვა წვიმაში საყვარელ ადამიანთან ერთად...-ჩამეღიმა.