7 თავი

649 31 83
                                    

-ემილი, შენ თუ არ დაიღალე, ჩვენ მაინც არ გეცოდებით? - ვთქვი დაღლილმა.

ხო დაღლილმა.
დღეს უკვე 4 სხვადასხვა მაღაზიაში ვიყავით.
წვეულებისთვის ვემზადებოდით.
ემილის გარდა ყველამ ავარჩიეთ სასურველი კაბა და ფეხსაცმელი.

-არა, სანამ არ ვიყიდი არცერთი ფეხს არ მოიცვლით აქედან!

-ღმერთო რაშევცოდეთ ასეთი - მიამ ხელები მაღლა აიშვირა, თითქოს ღმერთს ევედრებაო.

***

1 საათის შემდეგ ძლივს აარჩია სასურველი კაბა.
მართლა ძალიან ლამაზი იყო.
მის ჭაობისფერ თვლებს, ამშვენებდა ეს მწვანე კაბა.

-კარგი ახლა ბიჭებს დავურეკავ და წაგვიყვანონ, მეტროს თავი ნამდვილად არ მაქვს.

პირველად ვისთან უნდა დამერეკა თუ არა იოანესთან.
არ მიპასუხა, ნეტა სად უგდია ტელეფონი.
მეორედ ალექსანდრესთან დავრეკე არ მპასუხობდა, უკვე უნდა გამეთიშა, როცა მისი ბოხი ხმა გავიგე.
ყოველთვის ვგიჟდებოდი მის ხმაზე დანისაც ზუსტად მისნაირი ხმა ჰქონდა.

"გისმენ, ევა"

-როგორ ხარ?

"ახლა არ მითხრა, რომ მოსაკითხად დამირეკე, თორემ არ გაპატიებ!"

-რაღადროს ძილია ცოდვილო! შუადღის 2 საათია უკვე... ხო ნუ მოკლედ მაღაზიაში ვიყავით კაბაზე გამოსულები, და შეგიძლია წაგვიყვანო?

"არ შემიძლია, მძინავს"

-ლიზაც ძალიან დაღლილია...-მოწყენილი სახე მივიღე, ისე თითქოს აქედან, იქ დაინახავდა.

გვერდიდან ლიზამ მიჩქმიტა.
-დამპალო, ჩემით ნუ მანიპულირებ!

"კარგიი, მოვდივარ ზუსტად სად ხართ, ლოკაცია ჩამიგდე"

-ეს ბიჭი შენი სიყვარულით იხრჩობა შვილო -ვუთხარი, როგორც კი ზარი გაწყდა.

-მეც იგივე შემიძლია ვთქვა ვიღაცაზე - მითხრა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now