-არა, ჩემი აზრით, ეს უფრო მოგიხდება
-აჰჰ, საერთოდ არცერთი არ მომწონს..დავიღალეე-ზურგით დაეხეთქა საწოლზე.
-უგემოვნო ხარ-ცხვირი აბზიკა თათიამ.
-დავიღუპე, მართლა დავიღუპე ბანკეტამდე სულ, რაღაც ორი კვირა დარჩა და მე ჯერ კაბა ნაყიდი კი არა არჩეულიც არ მაქვს!-ისეთი ხმით წუწუნებდა სესილი, თითქოს ახალი ნამტირალევი ყოფილიყოს.
-ახლა დეპრესია დაეწყება..-თვალების ატრიალებით გავიდა ოთახიდან ემილი და ჩვენც გაგვიყოლა.
-დღეს რა გეგმები გაქვთ?
-სამსახურში მივდივარ ერთ საათში, ასერომ არანაირი გეგმა არ მაქვს..რამეს დალევთ?-ყველას მოვავლე თვალი.
-გვშია..მიდით დატრიალდით ახლა თქვენებურად-ხელები ერთმანეთს გაუხახუნა დემეტრემ, მაგრამ, როგორც კი გოგოების მზერა შეეჩეხა მაშინვე ხელები მაღლა ასწია.
მე სამზარეულოში გავედი.
სასუსნავების შეფუთვებს ვხსნიდი, როცა მხარზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი, შემდგომ კი თბილი ტუჩები.-ჯანდაბა, დანიელ, რას აკეთებ?!-სწრაფად მოვცილდი, შემოვტრიალდი და უნდა დამერტყა, როცა მომღიმარი გოგოები დავინახე.
-ცუდადვარ დანიელიო-სიცილით სული ძლივს მოითქვეს.
-თქვენ რა სულ გააფრინეთ?! რამაგრა გაკლიათ-გაბრაზებულმა წარბები შევჭმუხნე, თუმცა თავი ვეღარ შევიკავე და მეც გამეცინა.
-კარგი, რამეში დაგეხმაროთ?
-არა, არ მინდა-ვუთხარი, თუ არა გავიდნენ სიცილ-კისკისით.
ცოტახანში ნაბიჯების ხმაც მომესმა.
-ახლა რაღა გინდათ?!-შევტრიალდი იქ კი დანიელი დამხვდა.
ბარის მაგიდაზე შემოედო ხელები და მოწყენილი მიმზერდა.-გადი და გამოვალ
-იყოს, ვიქნები აქ-მითხრა და გავიგე რაღაც ფურცელი გადაშალა.
YOU ARE READING
შენი ფანჯრიდან (დასრულებული)
Romance-შენი ოცნება? -ცეკვა... -ცეკვა? -ჰო, ცეკვა... ცეკვა წვიმაში საყვარელ ადამიანთან ერთად...-ჩამეღიმა.