-საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია იცოდე..- ხელით მომაბრუნა, როცა კარის გასაღებად წავედი.
მე მისი ხელი უხეშად მოვიშორე და კარისკენ წავედი.
ბავშვები იყვნენ.-როგორ ხარ ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო? - მითხრა საბამ, როგორც კი ფეხი შემოდგა, რაზეც მიასგან თავში წამორტყმა მიიღო.
ყველას რატომ ერჩის ეს გოგო..-თქვენი ძმაკაცის ხელში, როგორ ვიქნები, მაწვალებს - სახე სასაცილოდ შევჭმუხნე.
-როგორ გაწვალებს ბიჭი დილიდან ჩვენთანაა - გაიკვირვა დემეტრემ.
-იოანეს კი არა, შიგნით მყოფ მუდოს ვგულისხმობ.
-დანის გაუმარჯოს - ხელის აწევით მიესალმნენ ბიჭები. გოგონებმა კი გადაკოცნეს.
რაზეც თვალები ავატრიალე.-ნუ ეჭვიანობ ჩემო დაიკო, ისინიც მისი მეგობრები არიან - ნელა დამადო მხარზე ხელი იოანემ, თითქოს თანაგრძნობას გამოხატავდა.
-იოანე შემომაკვდები, და შენს დანისაც მივაყოლებ.
გაეცინა.
და ხელები ასწია დანებების ნიშნად.-რასდალევთ? ყავა, ჩაი თუ წვენი?
ყველამ ყავაო.
არ მესმის ასეთი ხალხის..
ბოლოს დანის ვკითხე.-შენს გაკეთებულ შხამსაც, კი დავლევ! - მითხრა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.
-თუ გინდა გაგიკეთებ, არ არის პრობლემა - ნიშნისმოგებით ვუთხარი.
-არ მიაქციო შვილო ყურადღება - ვერც კი შევნიშნე, როდის მოვიდნენ ნინა და ირაკლი.
სამზარეულოში გადავინაცვლე და ცოტახანში ლიზაც შემოვიდა.
-შენ და დანი მარტო იყავით? - მკითხა თვალებაციმციმებულმა.
-ჰო, სამწუხაროდ - კი ვთქვი სამწუხაროდ, თუმცა არ ვიცი რამდენად რეალობას შეესაბამებოდა.
ჩვენი ოთახში მომხდარი სცენა გამახსენდა და ჩამეღიმა.
YOU ARE READING
შენი ფანჯრიდან (დასრულებული)
Romance-შენი ოცნება? -ცეკვა... -ცეკვა? -ჰო, ცეკვა... ცეკვა წვიმაში საყვარელ ადამიანთან ერთად...-ჩამეღიმა.