-მოვკლავ იმ ნაბიჭვარს, გეფიცები მართლა მოვკლავ..არ შევარჩენ..- მითხრა, იმის შემდეგ, რაც გუშინდელის შესახებ ყველაფერი ვუამბე. იოანე ასეთი განრისხებული არასოდეს არ მინახავს - მოდი ჩემთან ჩემო პატარა..
მის გვერძე მივჩოჩდი და მივეხუტე.
მან ნიკაპი თავზე დამადო.
აქამდე ალბათ არ მითქვამს, რომ მან ყველაზე თბილი და ტკბილი ჩახუტება იცის, ვინც კი აქამდე ჩამხუტებია.
ყველაზე კარგად ესმის ჩემი.
მე კი ხანდახან ვნანობ კიდეც, ასე, რომ ვეუხეშები ხოლმე...-იოანე.
-ჰმმ.
-მიყვარხარ- ვუთხარი და მის თბილ მკლავებში ჩავიმალე.
ვიგრძენი როგორ გაეღიმა, და ხელები უფრო შემომხვია.-ოჰჰ ამათ შეხედეთ ერთი, მეც მინდა ჩახუტება ვირიშვილებო - კიბეებზე ჩამომავალმა სესილიმ სწრაფად ჩამოირბინა და პირდაპირ ზედ შეგვახტა.
სიცილი აგვიტყდა.-რამსიმძიმეები ხართ, გოგოები ხართ თუ ტანკები, მუხლები ჩამემტვრა - ამოიოხრა.
არა დაივიწყეთ, რაც წეღან რამე თბილი ვთქვი მასზე.
მძორია.
ნამდვილი მძორი.
როგორ არ იმსახურებს, სიუხეშესაც იმსახურებს, ჩემს ახლახანს მოლაწუნებულ სილასაც და სესილის თავში წამორტყმასაც იმსახურებს.-თქვენ, რაღაც ძალიან გამიბლატავდით ეე! - სიცილით გვითხრა, თუმცა მბრძანებლური ტონიც შეურია.
ორივემ სწრაფად მოვკურცხლეთ ის კი გამოგვეკიდა.
ვირი.კიბეებზე ავრბოდით, როცა კარი გაიღო.
მშობლების გაშტერებული სახე და დედას ყვირილი ერთი იყო.-თქვენ სულ გარეკეთ? გარეთ ისმოდა თქვენი წივილ-კივილი!
-ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ძვირფასო დედიკო, შენი "ვაჟკაცი" გვაწვალებს, თქვენ რომ არ მოსულიყავით თმებით თრევას აპირებდა.
-ამხელა, 21 წლის ბიჭი ხარ და ჯერ კიდევ ვერ ისწავლე ჭკუა? - ირაკლი მხარში ამოგვიდგა მე და სესოს.
YOU ARE READING
შენი ფანჯრიდან (დასრულებული)
Romance-შენი ოცნება? -ცეკვა... -ცეკვა? -ჰო, ცეკვა... ცეკვა წვიმაში საყვარელ ადამიანთან ერთად...-ჩამეღიმა.