15 თავი

597 28 49
                                    

შუა გზაში გამეღვიძა.
შევიშმუშნე და ჩემს გვერძე მჯდომ დანის გავხედე.
-დანიელ, სად ვართ?-თან თვალები მოვისრისე ბავშვივით.

-თბილისს გამოვცდით.. შენ არ გეძინება?

-ნწ, რომელი საათია?

-სამი ხდება, რამე ხო არ გინდა?

-კი, სახლში საწოლში

-ხოდა მივალთ და დაგაწვენ..

-მე ჩემი მინდა!-პატარა ბავშვივით გამომებერა ისევ ლოყები, მან კი ხელუკუღმა მიჩქმიტა.
ვერ ვიტან, როდესაც ლოყებზე მეხებიან.

-შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორი საყვარელი ხარ, როცა იბუტები ხოლმე-ჩაეცინა.

ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა ჩავედით კახეთში.
გურჯაანში.
ჩუმად გადავედით მანქანიდან და სახლისკენ წავედით.
სახლში ქურდებივით ვიპარებოდით, არ გვინდოდა დანის ბებიის გაღვიძება.

დანიმ ერთ-ერთ ოთახში ამიყვანა.
-აქ დავიძინოთ

-საწოლი ერთია..

-მერე?..

-დანიელ! წადი სხვა ოთახში დაიძინე ან მე დავიძინებ..

-რას მელაპარაკები, მე ჩემს საწოლში მინდა ძილი, რაც შეგეხება შენ დანარჩენი ოთახები ჩაკეტილი აქვს ბებიაჩემს და ახლა მაგის გამო, რომ გავაღვიძო მეცოდება...

-მაშინ იატაკზე დავიძინებ მომეცი თეთრეული

-რაიყო კიარ შეგჭამ საწოლში, რომ დაიძინო-მწარედ ჩაეცინა.

-კარგიი!, მაგრამ იქით მიიწიე

-არარსებობს ნაპირთან მე ვწვები!-გაჯიუტდა, ამიტომ კედელთან ადგილი მე დამიტოვა.

შევწექი ცივ საწოლში.
ჩემსა და დანის შორის ბალიში ჩავდე, იმისმიუხედავად ვიცოდი, რომ ღამე მაინც აიღებდა ამ ბალიშს.

ტკბილად ჩამეძინა ღამენათევს.

***

-დანი..დანიელ-დანიელის გაღვიძებას ვცდილობ უკვე 5 წუთია.
ამას კიდე მკვდარივით სძინავს.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now