8✨

592 62 12
                                    

-კარგი, ახლა მაინც ამოღეღავ ამ ჯურღმულში რატომ მოვედით? - ბუზღუნით იკითხა ჯიმინმა და თითქოს უკვე დაღლილმა ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაილაგა.

ჰოსოკს იოტისოდენა ყურადღება არ მიუქცევია მეგობრისთვის. მისი თვალები მხოლოდ ერთ ადამიანს უმზერდნენ და ისიც მის წინ, ოდნავ მოშორებით იდგა. ხალხში გარეულს ხელში კამერა მოემარჯვებინა და ქუჩის მუსიკოს მოღიმარი სახით აფიქსირებდა.

ამის შემხედვარეს, ჰოსოკს გულში უეცარმა ეჭვიანობამ დაუარა. მეგობარი სრულიად დააიგნორა და პირდაპირ ახალგაზრდა, შავგვრემანი ბიჭის წინ აესვეტა.

-უკაცრავად, მაგრამ კადრს მიფუჭებთ. - წარბის აწევით შეხედა და სცადა უცნობი ხელის გულით ოდნავ გვერდით გაეწია, თუმცა ძვრაც ვერ უყო.

-ვერ მიცანი, არა? - ღიმილით ჰკითხა ჰობიმ

-პირველად გხედავ.

-საოცარია, არადა ვფიქრობდი, რომ შენზე მეტი დავლიე ბარში.

მეორემ ღრმად ამოიოხრა, თითქოს მიხვდა უკვე რაშიც იყო საქმე და საუბრის გაგრძელებას თავი აარიდა.

ამასობაში ქუჩის მუსიკოსმაც დაასრულა თავისი გამოსვლა, გიტარა გვერდით მოღიმარმა გადადო და ბრბოში ძმის მოძებნა დაიწყო თვალებით, რომ გამომეტყველება მთლიანად წაეშალა. ნაჩქარევად დაიძრა მათკენ და ისე, რომ არც გარკვეულა არაფერში უცნობს უხეშად ჰკრა ხელი.

-ვინ ხარ და თეჰიონთან რა გესაქმება. - კბილებში გამოსცრა და ძმას წინ გადაუდგა.

ყოველთვის დამცველის როლს ასრულებდა და ახლაც ასე აპირებდა მოქცევას.

-ჯონგუკ, მშვიდად. ყველაფერი კარგადაა, წავიდეთ სახლში. - სიტუაციის განეიტრალება სცადა თემ, მაგრამ ვერაფერს გახდა.

-კიდევ ერთხელ გიმეორებ, რა გესაქმება ჩემს ძმასთან. - ჩამარცვლა და მუშტი შეკრა, რამაც აქამდე მშვიდი ჰოსოკი შესამჩნევად გააბრაზა.

Black Beauty/შავი სილამაზეWhere stories live. Discover now