50✨

527 54 7
                                    

Jungkook's girl:

Jungkook's girl: მინდა, რომ შეგეხო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

Jungkook's girl: მინდა, რომ შეგეხო...
Likes: 572 937

comments...

heybaby: ვგიჟდები მის თითოეულ ნაწილზე!

harry: მისი შეყვარებული მინდა ვიყო😩

Nicky: ყოველღამე მესიზმრება💫

***

-ჯიმინ, ძვირფასო, კარგად ხარ? - მაშინვე იკითხა გუკიმ, როგორც კი სააბაზანოდან გამოვიდა და მინის დამწუხრებული სახე დაინახა.

-კი. - მოკლედ მოუჭრა უფროსსმა და საწოლის თეთრეულში ჩაეფლო.

ჯონგუკმა ამოიოხრა. საკმარისზე მეტი დრო გაატარეს ერთად, რომ მისი ქცევები ამოეცნო. ახლაც იცოდა, რომ რაღაც აწუხებდა და ვარაუდის სახით ჰქონდა კიდეც რამდენიმე ვარიანტი, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს.

-მომიყევი. - ყურში თბილად ჩასჩურჩულა, ტანზე შემოხვეული პირსახოცი გვერდით მიაგდო, სრულიად შიშველი გვერდით მიუწვა და ხელები წელზე მჭიდროდ მოხვია.

-ჯონგუკ, სველი ხარ! - დაიწუწუნა ჯიმინმა და მისი მოშორება სცადა, თუმცა რამდენიმე წუთში როგორც ყოველთვის ისევ დანებება მოუწია.

-ჩემთან სიახლოვე როდიდან გაწუხებს?

-არ მაწუხებს. მე უბრალოდ... - გაჩუმდა, ენა ქვედა ტუჩზე გადაისვა და ლეკვის თვალებით ახედა ქვემოდან. - უბრალოდ ახლა ხასიათზე არ ვარ.

-ხომ იცი, შემიძლია ამის გამოსწორება - მგზნებარედ აკოცა ტუჩის კუთხეში, ყელზე, ლავიწებზე და უფრო ქვემოთ..

Black Beauty/შავი სილამაზეWhere stories live. Discover now