-არ მეგონა თუ მომწერდი. - ოდნავ ჩაიღიმა უფროსმა და კლუბში, დახლთან მჯდომ ჯონგუკს გვერდით მიუჯდა.
შავგვრემანმა ტუჩის კუთხეში არსებულ მეტალს დაუწყო თამაში, როდესაც გაახსენდა მის მიერ მოწერილი მესიჯი, თავისი სასმელი გემრიელად მოსვა და ჯიმინს გვერდულად გახედა.
-თამამი ხარ. - აღნიშნა მოკლედ - დალევ რამეს?
ჯიმინმა უარყოფის ნიშნად თავი ნაჩქარევად გააქნია.
-არა, გმადლობ. ბოლო სიმთვრალე არც თუ ისე კარგად მახსოვს. - ეცადა ხუმრობით მაინც ჩაეცხრო მის შიგნით არსებული სიმხურვალე, თუმცა უმცროსს მაინცდამაინც არ ეტყობოდა, რომ ამ ისტორიამ დიდად დააინტერესა.
-ვისკი, თუ შეიძლება. - ოდნავი ხელის აწევით დაუძახა ბარმენს. - ბევრი ყინულით. - დაამატა ბოლოს და პირველად გაუღიმა გვერდით მჯდომს.
-მაგრამ..
-ჩშშ, ნუ მეურჩები, - მუხლზე ხელის დადებით გააჩუმა ჯიმინი, ახლოს გადაიხარა და მის კისერზე არსებულ ხალს ორი თითი წრიულად გადაატარა. - თორემ შენი დასჯა აქედანვე მომიწევს. - ბოლო წინადადება შესამჩნევად ჩუმად თქვა. ისე, რომ მხოლოდ მას გაეგო, რაზეც უფროსს მთელს სხეულში გააჟრჟოლა, პეპლები გაუჩინა და ერთიანად დასცხა.
-შეტყობინებაზე პასუხი ასე რატომ დააგვიანე? - ხმამაღლა დაიწყო პაკმა და უხერხულობის გამო გვერდით გაიწია.
ჯონი რაღაცნაირად მოქმედებდა მასზე. სიტყვებითაც არ შეეძლო აეხსნა. აქამდე საკმაოდ ბევრ მამაკაცთან ჰქონია შეხება და ფლირტიც ჩვეულებრივად გაუბამს, მაგრამ რატომღაც ჯონგუკთან თავს თინეიჯერი, ქალიშვილი გოგოსავით გრძნობდა.
-მელოდებოდი?
-უბრალოდ არ ვარ მიჩვეული ხალხისგან დაიგნორებას.
-ლამაზი ხარ, ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს.
-ასეა, მაგრამ თემინის გამო არავინ მწერს - ჩაეცინა პაკს, მაგრამ ეს ღიმილი მაშინვე შეაშრა სახეზე, რა წამსაც გუკის აბსოლუტურად სერიოზულ გამომეტყველებას წააწყდა.
-თემინი ვინ არის?
-ჩემი შეყვარებული.
-თქვენი შეკვეთა სერ. - ბარმენმა ჭიქა ვისკი მაგიდაზე დადო და ახალ კლიენტს მიუტრიადა.
ჯონგუკს მადლობაც არ გადაუხიდია, მინას ხელი დაავლო, ფეხზე წამოდგა და არეულ ხალხში გზის გაკვალვა სცადა.
-სად მიდიხარ? - ინტერესით შეეკითხა ჯიმინი და უკან დაკარგული ლეკვივით აედევნა.
-ვიცეკვოთ. - ხელი გაუწოდა, წვრილ წელზე მოეჭიდა, სხეულზე მიიკრო და ალკოჰოლი ტუჩებთან ახლოს მიუტანა.
ჯიმინმა სულ ცოტა მოსვა და სიმწრისგან დაიჭყანა. ეგონა ამით მორჩებოდა, მაგრამ უმცროსმა იქამდე არ გასწია ვისკი უკან, სანამ შიგნით მხოლოდ ყინულები არ დარჩა.
ჯონმა კმაყოფილმა ჩატეხა ტუჩის კუთხე, როდესაც უფროსის კისერზე არსებული წვეთი დაინახა, თუ როგორ მიცოცავდა უფრო ქვემოთ და ქვემოთ..
-ასე რატომ მიყურებ.. - რამდენიმე წუთის შემდეგ როგორღაც აღმოთქვა უფროსმა და ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი პასუხის მოლოდინში. ვერ ხვდებოდა თავბრუს რა უფრო ახვევდა, ცოტა ხნის წინ დალეული სასმელი თუ გუკის თვალები, რომლებიც ახლა ნამდვილად გააფთრებულ ცხოველს მიუგავდა.
-მხოლოდ ორი წესი წესი იქნება. - მტკიცე ტონით დაიწყო საუბარი შავგვრემანმა, რამაც აიძულა ჯიმინი მის წინაშე ძეგლად ქცეულიყო - პირველი, ამაღამ მხოლოდ მე მემორჩილები და მეორე.. თუ ვერ გაუძლებ უბრალოდ მეტყვი.
