31✨

693 74 16
                                        

ჯონგუკმა ამჯერად ყველა ჰუმანური გრძნობა მოიშორა, სადღაც მის შიგნით კარგად გამოკეტა და თემინის სახლის კარს წიხლი ისე უთავაზა, რომ მაშინვე მოსწტყდა ბეტონის კედლებს

ოთახში მხიარულება, გოგონების წივილმა შეცვალა, რომელბიც თემინს შიშვლები გარს შემოხვეოდნენ და ისე უყურებდნენ, თითქოს მათი ერთადერთი საყრდენი ყოფილიყო, დემონი ჯონგუკისგან თავის დასაღწევად.

-და ამის შემდეგ, შენ უწოდებ ჯიმინს ძუკნას?! - დამცინავად გაუსწორა თვალი და ბინძურად აათვალ ჩაათვალიერა - შე არასწორო.

"თემინ, ეს ბიჭი ვინ არის იცნობ?"
"საშიშად გამოიყურება"

ჩურჩულებდნენ გოგონები და თემინს მხრებზე ეჭიდებოდნენ. ყოველშემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ ხმამაღლა არ დაიყვირა და თითოეული მათგანი უარესად არ შეაშინა.

-მარტო დაგვტოვეთ! - ბრძანა ისე, თითქოს თავად ბატონი, ხოლო ისინი მისი ყურმოჭრილი მონები ყოფილიყვნენ.

გოგონები მაშინვე აიშალნენ. არც ჩაუცვამთ, მხოლოდ თეთრეული მოიხვიეს და სწრაფად გაეცალნენ იქაურობას.

თემინი ზლაზვნით წამოდგა, ჯონგუკისკენ დაიძრა, ცხვირ წინ ამაყად ჩამოუდგა და ბაგეები შეხსნა რაღაცის სათქმელად, თუმცა არ დასცალდა.

ჯონს არასდროს უყვარდა ლოდინი. არასდროს ყოყმანობდა, როცა საქმე მისთვის რამე მნიშვნელოვანს ეხებოდა და ახლაც ზედმეტი ფიქრის გარეშე უთავაზა ყბაში შეკრული მუშტი.

თემინი წაბარბაცდა, არ ელოდა ასეთ მოულოდნელ ქმედებას. სახე ერთიანად აელეწა და ასტკივდა. გვიან გაიაზრა, რომ ჯონმა არა ერთხელ არამედ მას შემდეგ კიდევ მრავალჯერ დაარტყა.

ახლაც კი არტყამდა... თანაც ჯონგუკს ისეთი ცხოველური სახე ჰქონდა, იფიქრებდით, რომ გაჩერებას არც არასდროს აპირებდა.

ჯიმინი რომ მოვიდა პირველი, რასაც შინ შემოსვლამდეც მოჰკრა თვალი გამწარებული ჯონგუკი იყო, რომელიც თემინის სხეულს ზემოდან მოქცეოდა და მარჯვენა, უკვე სისხლით შეფერილი, ხელით გამეტებით ურტყამდა.

Black Beauty/შავი სილამაზეWhere stories live. Discover now