28✨

638 62 9
                                        

-სად მიდიხარ? - ნერვიულად ჰკითხა თემ და სანამ გუკი კარის ზღურბლს გადააბიჯებდა მანამ დაიჭირა მისი მკლავი.

-თავი დამანებე. - უკან არ მოუხედია ისე უთხრა და თავზე შავი კეპი დაიხურა.

-ჯონგუკ, სისულელე არ ჩაიდინო - სთხოვა და თავისკენ დაექაჩა, მაგრამ ვერაფერს გახდა.

-ჰოსოკს დაურეკე. შეგიძლიათ გაერთოთ, სანამ სახლში არ ვიქნები.

-მალე დაბრუნდები? - ესღა ჩაიჩურჩულა თეჰიონმა და ნელა გაუშვა კანზე მოჭერილი თითები.

ჯონგუკი ნახევრად მოტრიალდა, სუსტად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.

-რა თქმა უნდა.

***

Your_hope-ის და bb_tete-ს პირადი მიმოწერა.

bb_tete:
გუკი წავიდა..


Your_hope:
სად?

bb_tete:
ჯიმინთან. თქვა, რომ აუცილებლად უნდა დაელაპარაკოს.

Your_hope:
ჯიმინი მეც კი არ მეკონტაქტება თეჰიონ..

bb_tete:
ვიცი. ვცადე შემეჩერებინა, მაგრამ ვირივით ჯიუტია.

Your_hope:
სულ თუ არაფერი, იმედი მაქვს, მას მაინც მოუსმენს.

bb_tete:
მეც..

ჰოსოკ..

Your_hope:
რაო, პატარავ.

bb_tete:
შენთან მოსვლა შემიძლია?


Your_hope:
რატომ მეკითხები?! ცხადია, კი.


bb_tete:
მიყვარხარ

Your_hope:
მეც მიყვარხარ❤️

Black Beauty/შავი სილამაზეWhere stories live. Discover now