Your_hope-ის და Park_jm-ის პირადი მიმოწერა
Your_hope:
ჯიმინ-აჰ.. სად ხარ, ჯონგუკი შენთან არის?
Park_jm:
კი, ჩემთანაა.
Your_hope:
მაპატიე, საშინლად ვბრაზობდი შენს საქციელზე.
Park_jm:
ვიცი. დამნაშავე ვარ.
Your_hope:
შენს სახლში ხართ? შეიძლება მე და თე მოვიდეთ?
Park_jm:
არა, ჰობი. საავადმყოფოში ვართ.
Your_hope:
რა?! ჯანდაბა, თქვი, რომ ხუმრობ.
Park_jm:
ნეტავ ვხუმრობდე...
ჯონგუკი დაიჭრა ჩხუბისას, თუმცა არ იღელვოთ, ახლა კარგად არის. ჭრილობა შეუხვიეს და ორ დღეში გამოწერენ.
Your_hope:
ნაბიჭვარი თემინი! მადლობა ღმერთს, ცუდი რამ არ დატრიალდა. თეჰიონი გაგიჟდებოდა.
Park_jm:
კარგი, ახლა უნდა გავიდე.
Your_hope:
თავს მიხედეთ.
***
-ჭრილობა კიდევ გაწუხებს? - დაბალი, ნერვიული ხმით იკითხა ჯიმინმა და ჯონგუკის ხელი თავის ხელის გულში ფრთხილად მოიქცია.
ჯონგუკს ცოტახანს არაფერი უპასუხია მისთვის. უყურებდა, როგორ იჯდა მის გვერდით უფროსი დამნაშავე ლეკვივით თავჩახრილი და როგორ ნაზად, აუჩქარებლად ეფერებოდა პატარა თითებით მისას.
-მხოლოდ შენი სახე მაწუხებს. - ლოყაზე არსებულ სისხლჩაქცევებზე მიუთითა და საწოლში ნელა წამოიმართა - რატომ არაფერი მითხარი.
-არ ვიცი..
-არ იცი? - გაუკვირდა უმცროსს.
-მე უბრალოდ..
-უბრალოდ რა, ჯიმინ.
ჯიმინმა ღრმად ჩაისუნთქა და ხმამაღლა ამოისუნთქა. თითქოს გაქცევა უნდოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ჯონგუკი ასე უბრალოდ არსად გაუშვებდა.
-მეშინოდა. - ძლივს აღმოთქვა სათქმელი და ტუჩზე იკბინა. - მე და თემინი შეყვარებულები დიდხანს ვიყავით. - ეს თქვა თუ არა, ჯონგუკმა კვლავ წარბები შეკრა, თუმცა რამის თქმას ისევ ჩუმად ყოფნა არჩია. - თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ.. არ ვიცი რა დაემართა. ყველაფერი აირია, გრძნობების ჩათვლით. ერთ დროს მისთვის ძვირფასი, მხოლოდ გასართობი, მეორე ხარისხოვანი ადამიანი გავხდი. ძალიან ბევრი საყვარელი ჰყავდა და სექსიც ერთფეროვანი, მოსაწყენი და არადამაკმაყოფილებელი იყო. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც დავთანხმდი შენთან დაწოლას. - ცოტახანს გაჩერდა, თავი აწია და თვალებში ჩახედა-ერთმანეთს არ ვიცნობთ, ჯონგუკ. არაფერი გვაქვს საერთო, მაგრამ რატომღაც არ მინდა შეგძულდე.
-საიდან მოიტანე, რომ ოდესმე შემძულდები?
-თემინი აპირებდა მისი და ჩემი... ვიდეოს.. - ვერ გაბედა თქმა, მაგრამ დანამდვილებით იცოდა გუკი მიხვდებოდა. - სოციალურ ქსელში ამას ბევრი ნახავდა, შენც მათ შორის.
-შენ გაინტერესებს სხვების აზრი?
-არა.
-არც მე. მკიდია ხალხი რას იტყვის, ან რამდენჯერ გქონდათ შენსა და თემინს სექსი ჩემამდე. ეს შენი პირადი ცხოვრებაა, ჯიმინ. მანამდე ვისთან რას აკეთებდი მე არ მაინტერესებს. იცი, მართალი ხარ. შესაძლოა ამის გამო ბევრს შესძულებოდი, განხილვის ან დაცინვის საგანი გამხდარიყავი, მაგრამ მათ რიცხვს მე არასდროს შევუერთდებოდი.
-შენ არც კი იცი რას ამბობ.
-მერწმუნე, ძალიან კარგად ვიცი. ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც საწოლში ჩემი გამოხტომები აიტანა და ერთადერთი, ვისაც წასვლის შემდეგ უკან გავეკიდე. არ ვიცი რა გამიკეთე, მაგრამ თავიდან ვერ გიგდებ. გამუდმებით შენზე ვფიქრობ. ყოველ წამს მჭირდები. ახლაც და მერეც.
-ჯონგუკ, მე..
-არაფერი თქვა. - ნაჩქარევად გააჩუმა, მისკენ მიიწა და ცერა თითი ქვედა ბაგეზე გადაატარა. - უბრალოდ იფიქრე ამაზე. ჩემზე.. ჩვენზე. რადგან, როდესაც ურთიერთობაზე საბოლოოდ დამთანხმდები, მხოლოდ ჩემი იქნები.
