-გთხოვ მითხარი, რომ უბრალოდ სასეირნოდ გავიდნენ და მეტი არაფერი.
-დარწმუნებული არ ვარ. - ჰობის უკვე აშინებდა თეჰიონის შეშლილი შეკითხვები. - ხომ იცი როგორც ხდება, ჯერ გაცნობა, შემდეგ გავლა, ბოლოს კი რბილი საწოლი და დასვრილი თეთრეული..
-არ ვიცი, არა. და რატომ შემეცი, ცოტას გაერთობიან და დაბრუნდებიან.
-წარმოდგენაც კი არ გაქვს შენი მეგობარი ახლა რა შარშია.
-შარი არ ვიცი, მაგრამ წესით უკვე ასტრალში უნდა იყოს. - ჩაეცინა, როდესაც მეგობრის ორგაზმისგან დაცლილი, აწითლებული სახე წარმოიდგინა. რას არ მისცემდა ოღონდ ახლა მისთვის ფოტო გადაეღო
-იცი ჯონგუკს შეყვარებული რატომ არასდროს ჰყოლია?
-რატომ?
-იმიტომ, რომ პირველი ღამის შემდეგ ყველა უკან მოუხედავად ტოვებდა.
-მას სიუხეშე მოსწონს, ტკივილი და მეტი არაფერი. მისთვის ესაა სიამოვნება. სწორედ ამიტომ ვთხოვე თავიდანვე ჯიმინისგან თავი შორს დაეჭირა. არ მინდა რამე დაუშავდეს...