𝓽𝓸 𝓭𝓻𝓮𝓪𝓶 𝓪𝓫𝓸𝓾𝓽...

4 0 0
                                    

-იქნებ ბებერი პედოფილი ან მანიაკია?
-იქნებ უბრალოდ...-ვეღარ დაასრულა გოგონამ.
-შენ რა...-თვალებგაფართოებულმა შეხედა მეგობარს-მოგეწონა..?
-არ ვიცი...
-ღმერთო ჩემო,-დაიჩურჩულა,მაგრამ გოგონა უკვე აღარ უსმენდა,სარკეში საკუთარ ანარეკლს ათვალიერებდა.
-რას აკეთებ?
-მე უბრალოდ...-თხელი,თითქმის გამჭირვალე,თეთრი ნაჭრის კაბა შეარხია-საკუთარი თავით ვტკბები.
-უკვე თავში აუვარდა,-გაიცინა ვიმ-ფრთხილად იყავი.ნომერთა ბაზაში რომ გადავამოწმებ მოგწერ,-დაემშვიდობა და კარი გაიხურა.

ჯერ საღამოს ათი საათი იყო.გოგონამ ისევ პატარა სანათი აანთო და საწოლზე წამოწვა.სიამოვნებდა ფანჯრიდან შემოსული ზაფხულის გრილი ჰაერი.გრძნობდა როგორ შეუმჩნევლად ირხეოდა კაბა მის ბარძაყებზე.შიშველი ფეხები საწოლიდან გადაეწყო და ტერფებით თითქმის იატაკს ეხებოდა.ხელებგაშლილი,სრულიად მოდუნებული ჭერს უცქერდა.ღრმად ჩაისუნთქა,თვალდახუჭულმა წარმოიდგინა,თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო იმ უცნაური მესიჯის ავტორი.თავიდან რომ წაკითხა ცოტათი შეეშინდა,მაგრამ თან უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა.პირშეხსნილმა ღრმად ამოისუნთქა,როცა ისევ იგრძნო მწველი სიამოვნება მუცელში.სრცხვენოდა კიდეც ამის აღიარება.
თითქმის მთვლემარეს ტელეფონის ზუზუნი აფხიზლებს.

"მინდა ერთხელ ეგ ლამაზი კაბა ჩემი ხელით გაგხადო."

Alice,sweet Alice Where stories live. Discover now