𝓲𝓷𝓷𝓸𝓬𝓮𝓷𝓽 𝓵𝓪𝓶𝓫....

0 0 0
                                    

წვიმდა.წვეთები ხმაურიანად ეხეთქებოდნენ არც ისე სქელ მინას და ოთახში შემოღწევას ლამობდნენ.რუხი ფერის ღრუბლები სასტიკად აბნელებდნენ არემარეს,არადა ჯერ მხოლოდ შუადღის ოთხი საათი იქნებოდა.ჩვენი ძვირფასი ალისა,საწოლზე კომფორტულად მოკალათებული,წიგნს კითხულობდა.თბილი საბანი ნელ-ნელა თენთავდა,ასოები ერთმანეთში ირეოდნენ და მიუხედავად ჯიუტი თავშეკავებისა,ბოლოს მაინც ჩაეძინა.

მუცელზე იწვა,ცალი ფეხი მოეხარა და საბანი მხოლოდ ფეხის მესამედს უფარავდა.ფანჯრიდან შემოპარული გრილი ნიავი სათუთად ელამუნებოდა კანზე.მძინარეს,უცოდველსა და უბიწოს,სულ არ ადარდებდა,რომ მხოლოდ მაისურის ამარა,საბან გადახდილი იწვა.მწოლიარე პოზის გამო მისი სხეული ჩვეულებრივზე მეტად მიმზიდველად გამოიყურებოდა,მაგრამ ამას ვერ ხვდებოდა.არ იცოდა როგორი ლამაზი იყო.მოსწონდა მისი კანი,წელი,ბარძაყები,ლავიწები,თმა,სახის ნაკვთები,მაგრამ ვერასდროს ხვდებოდა,რომ ლამაზი იყო.ასეთი შეულახავი და უმანკო..მიმზიდველი..
ჰოდა,მშვიდად ეძინა მას ტკბილი სიზმრებით გარშემორტყმულს,იატაკზე კი ეულად გადაშლილი წიგნი ეგდო.
ღია ფანჯრიდან ცხადად მოჩანდა მოღრუბლული ცა,არემარეს უფრო და უფრო რომ აბნელებდა.ამ ღამეს სიმშვიდე არ ეწერა.არა,ძვირფასებო,ეს ღამე ქარიშხალს,დაუცხრომელ ქაოსს მოასწავებდა.საოცარია,როგორ მშვიდად ეძინა ჩვენს უცოდველ კრავს,ქარიშხალი ხომ ახლოვდებოდა.

Alice,sweet Alice Where stories live. Discover now