𝓸𝓱,𝓽𝓪𝓮𝓱𝔂𝓾𝓷𝓰...

1 0 0
                                    

აკანკალებული სუნთქვა აღმოხდა,ათრთოლებული სხეულის დაწყნარებას ამაოდ სცდილობდა.
ვარდისფერი ყუთი იყო ბაფთით.შიგნით სიფრიფანა ქაღალდებში ჩაფლული თეთრეული იდო.თეთრი და საშინლად ღია ვარდისფერი.ისეთი ნაზი და ლამაზი ქსოვილი იყო,რომ გოგონას რამდენიმე წუთით სუნთქვაც კი შეეკრა.თვალებგაფართოებული დასცქეროდა საუცხოო მაქმანებს,შეხებას ვერ უბედავდა.
-ეს...-ამოისუნთქა სუსტად-ეს....თეჰიონ...-ჩურჩულებდა.იცოდა,ოთახში მარტო იყო და ხმასაც ვერ მიაწვდენდა,მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ მისი სახელის თქმა შეეძლო უსასრულოდ.მერე თითები ფრთხილად გადაატარა მსუბუქ ნაჭერს.თვალებმინაბულს ჟრუანტელმა დაუარა,როცა კიდევ ერთხელ შეისუნთქა თეჰიონის სურნელი.უნებურად წარმოიდგინა როგორ ეხებოდნენ მისი ხელები ისე,როგორც აქამდე არასდროს არავინ შეჰხებია.თითქოს ცხადად გრძნობდა ბარძაყებზე შემოჭდობილ თითებს,ხმადაბალი ოხვრა რომ აღმოხდა.შეხსნილი ტუჩებიდან ცხელ ჰაერს მძიმედ უშვებდა,ფანტაზიაში ჩაფლულს სუნთქვა უჭირდა.თეჰიონის თითებმა სასიამოვნოდ მოუჭირეს თეთრ კანზე,ქვემოთ ჩასრიალდნენ და მოულოდნელად ზემოთ დაიწყეს ასვლა.მწველმა სიახლოვემ სხეული აუცახცახა,ხოლო მტკივნეული ჟრუანტელი,მუცელში რომ უვლიდა,სიამოვნებას ანიჭებდა.ფანჯრიდან შემოსული გრილი ნიავი თითოეულ ნაკვთზე საამურად ელამუნებოდა,გახურებულ სხეულზე შვება მოჰგვარა.გოგონა დარცხვენით იხედება განზე რათა უცხო ფანტაზიები განდევნოს,მაგრამ მზერა ისევ თეთრეულს გაუსწორა,რადგან მსგავსი სილამაზე არსად ენახა.
კიდევ დიდხანს უყურა მოულოდნელ საჩუქარს,ჩაცმა ვერ გაბედა.სირცხვილს ვერ დავარქმევთ,უფრო მეტად აღფრთოვანებული და აჟიტირებული იყო და ეშინოდა,ვაითუ რამე მოუვიდესო.მხოლოდ მაშინ გამოერკვა,ტელეფონმა რომ დაიზუზუნა.

"მოგეწონა?"

Alice,sweet Alice Where stories live. Discover now