-ჯანდაბა,არც კი ვიცი რა ვთქვა!-აჟიტირებული გოგონა საწოლზე ხმაურიანად ხტება-მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ უსაფრთხოდ ხარ?
ალისამ მხრები აიჩეჩა,თან უცნაურად გასცრა სხეულში მოსალოდნელი საღამოს გახსენებისას.საწოლზე ხვნეშით ეშვება.
-წარმოდგენა არ მაქვს რას უნდა ველოდო..
ცოტახანს სიჩუმეში იწვნენ,აღფრთოვანებისგან სწორ სიტყვებს ვერ პოულობდნენ.ანდაც,რა უნდა ეთქვათ?
-დედაშენმა რომ გაიგოს..-ამოიოხრა ვიმ ჩუმად,მერე კი წამოდგა-საღამომდე დიდი დროა,ჩვენ კი კარგა ხანია ერთად გარეთ არ გავსულვართ!
-წინა შაბათს..
-გაჩუმდი და ადექი,მივდივართ.-არ დაასრულებინა,თმები აიქნია და კარებიც გაიხურა.
გოგონამ სიცილით გააქნია თავი,თავქარიანიო ჩაიბუტბუტა.-რომ შემეძლოს მთელ მაღაზიას ვიყიდდი...-ამოიოხრა წყენით.
-მეც მაგას არ ვამბობ?-დაეთანხმა ვი.სულ რამდენიმე წუთის წინ გამოვიდნენ პატარა წიგნების მაღაზიიდან,რომლის მეპატრონეც უკვე კარგად იცნობდა გოგონებს.თითქმის ყოველ კვირას მოდიოდნენ და ეს კაციც ფაქტიურად ელოდა მათ.რამდენჯერ დაუხვედრებია საგანგებოდ არჩეული წიგნები.განსაკუთრებით ალისასთვის,ეს გოგო საკუთარი შვილივით ჰყავდა.ზოგჯერ იმის უფლებასაც კი აძლევდა,რომ დროებით სახლში წაეღო წიგნები,იმისდა მიუხედავად,რომ ბიბლიოთეკა სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობდა.
-ისე,-ჩაფიქრდა ვი-რამდენი წიგნია და როგორი ცოტა დრო..-რას ინებებთ,გოგონებო?-სანდო ღიმილიანი ქალბატონი თბილად ეკითხება მაგიდასთან მსხდომებს.
-სენდვიჩი,თუ შეიძლება?და ალუბლის წვენი.
-მე კი მექსიკური კარტოფილი და ცოტა ცეზარი.წყალიც,თუ შეიძლება,-გაუღიმა ვიმ.
-კეთილი,-იწერს მიმტანი და მიდის.
-როგორ დავიღალე..-ამოიხვნეშა ალისამ.
-რას ამბობ?ჩვენ ხომ მხოლოდ პარკი მოვიარეთ,ნაყინები ვჭამეთ,წიგნები ვიყიდეთ,ფოტოები გადავიღეთ და მერე...
-კარგი კარგი...-ხელის აწევით აწყვეტინებს-საჭირო არ არის შენი სარკაზმით ღრმა ჭრილობები მომაყენო.
-საკმარისად ღრმა არ არის.ფეხებს ვეღარ ვგრძნობ.
-ჰეი,შენი იდეა იყო!
-მე მხოლოდ ჭამა მინდოდა!
-ღვთის გულისათვის,სულ ჭამაზე რატომ..
-გოგონებო,-სიცილით აწყვეტინებს მიმტანი ქალბატონი-თქვენი შეკვეთა.
-ასე მალე?!სახლში რომ მივიდა უცნაური გრძნობა დაეუფლა.თითქოს მთელი დღე გაურბოდა თავის ოთახს,მაგრამ ახლა მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა მას და მუცელი უცნაურად უწრიალებდა.ვერაფერზე ფიქრობდა,რადგან ჯერ კიდევ წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო ეს კიმ თეჰიონი.ისე უცნაურად და სწრაფად დაიწყო ყველაფერი,ჯერ ისევ გაურკვევლობას გრძნობდა,ვერ ჩამოყალიბდა მოსწონდა თუ აშინებდა ეს "ახალი რაღაც".
ვერც შეამჩნია,ისე ჩაისუნთქა ღრმად სანამ კარის სახელურს შეეხებოდა,მერე კი ყოყმანით შევიდა ჩაბნელებულ ოთახში.
ფანჯარა ღია იყო,ფარდებს ნიავი არხევდა.იქ არავინ იყო,თუმცა შესვლისთანავე უცხო სურნელმა ნესტოები აუწვა.ტანში გასცრა,როცა ხარბად შეისუნთქა ესოდენ საოცარი,ფრიად ამაღელვებელი სურნელი.ზღრუბლზე გაყინული იდგა და მუცელში მწველი გრძნობა მტკივნეულად,ელექტროობასავით უვლიდა,მაგრამ ეს საოცარ სიამოვნებას ანიჭებდა და კანზე აშლილი ბეწვის დაიგნორებასაც ამაოდ სცდილობდა.
-თეჰიონ..-აღმოხდა წითელი ბაგეებიდან.საწოლზე ყუთი იდო,წარწერით-"ძვირფასო ალისა.."
YOU ARE READING
Alice,sweet Alice
Fanfictionპატარა გოგონები, რომლებიც ცელქობენ მუხლებზე დაჩოქილნი დაასრულებენ. (trigger warning: age gap :p )