I

1.3K 65 9
                                    

გრძელი, ნაცრისფერი დერეფანი ჩქარი ნაბიჯებით გავიარე და დერეფნის ბოლოში შუშებიან კაბინეტში შევედი.  იქ იჯდა, ფეხი ფეხზე გადადებული და ერთმანეთში გადახლართული თითები  მუხლებზე ეწყო. ჩემი დანახვისას გაეღიმა, თითქოს მელოდებოდა. მაგიდაზე დადებული ოქროსფერი კალამი და საქაღალდე ავიღე. საქაღალდე ბოლო გვერდზე გადავშალე და ჩემი სახელის გასწვრივ ხელი მოვაწერე. დღეიდან ჩემი სახელია იზაბელა სალაზარი.

კაბინეტიდან  აფორიაქებული გამოვედი და კომპანია დავტოვე. ფეხით გავიარე მთავარი, ხმაურიანი გზა და წვრილ ორღობეში შევედი. ქვაფენილი 3-4 სართულიან სახლებს შორის გადიოდა. როგორც ფლორენციას ჩვეოდა, მზიანი ამინდი, სახლების ფანჯრების რაფაზე ლამაზი ყვავილები და წვრილი აივნები. გზის ბოლოს ჩემს საყვარელ კაფესაც მივადექი. კაფის შენობა გარეგნულად ძალიან ესთეტიურია. ვინტაჟური სტილი რა თქმა უნდა და ყვავილები ენ რაოდენობით. კაფის გარეთ რამდენიმე რკინის მაგიდა და სკამები დგას. მაგიდებზე ლარნაკები და ლარნაკებში ვარდები აწყვია. ცარიელ მაგიდას მივუჯექი.

_იზ, როგორ ხარ? - მოვიდა ჩემი დაქალი და ქაღალდი და კალამი მოიმარჯვა, რომ ჩემი შეკვეთა ჩაეწერა. - სტანდარტულად?

_კი. ელა ჩემთან ჩამოჯექი რა, შენი 5 წუთიანი შესვენება არ გააკოტრებს კაფეს.

_შეკვეთას მოგიტან და მოვალ. - მითხრა და შიგნით გაუჩინარდა. 2-3 წუთში მოვიდა ჩემი კრუასანით და კაპუჩინოთი და გვერდით დამიჯდა.

_აბა, რა ხდება? - მითხრა და წინსაფარი კისრიდან ჩამოიწია.

_ასეთი ცხადია, რომ რაღაც ხდება? - ვკითხე და კრუასანს პატარა ნაწილი მოვტეხე.

_კანკალებ. - მითხრა და ხელზე დამხედა.

_ხომ... - ხელები ერთმანეთს გავუხახუნე და მუშტი შევკარი.

_არ მოყვები? - მკითხა. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ვუთხარი:

თეთრი ტიტებიWhere stories live. Discover now