VII

845 51 8
                                    

დარბაზში შევედით ხელიხელჩაკიდებულები და ყველას ყურადღება ჩვენკენ წამოვიდა. თვალს გვაყოლებდნენ და ჩურჩულებდნენ. მე და ადრიანი კი ანტონთან, ადრიანის მეჯვარესთან მივედით.

_როგორაა ჩემი საყვარელი წყვილი? - მე ხელი ჩამოვართვი, ადრიანი კი გადაეხვია.

_რა წყვილი, ანტონ. - ვთქვი უხერხულად და შამპანური მოვსვი.

_რა ვიცი, თქვენი მეჯვარე მე ვიყავი და... - ანტონმა ჩაიცინა. ვიცით, რომ ხუმრობს, რადგან ყველაფერი იცის, მარა ცოტა არაადეკვატური ხუმრობაა. მე და ადრიანმა სხვა სტუმრებთან გადავინაცვლეთ. საღამო ასე გრძელდებოდა. შამპანური - სტუმარი- შამპანური - მეორე სტუმარი.

დარბაზში კლასიკური მუსიკის ხმა გაისმა და რამდენიმე წყვილი საცეკვაოდ გავიდა. ადრიანი სტუმრებს ესაუბრება. მე კუთხეში ვდგავარ, ცალი ხელი მუცელზე მაქვს შემოხვეული, მეორში კი შამპანური მიჭირავს და დაბლა დაშვებული. ვწრუპავ და თან ხალხს ვათვალიერებ.

ადამიანის მოახლოება ვიგრძენი და მარჯვნივ გავიხედე. ვიღაც ბიჭმა მაგიდაზე შამპანური დადგა და მომიბრუნდა.

_გამარჯობა. - ახლა მივხვდი, რომ ჯეისონია, ჩვენი პარტნიორი კომპანიის ახალი, ახალგაზრდა დირექტორი.

_გამარჯობა. - მივესალმე და ჭიქა დავცალე. ცარიელი შუშა კი მაგიდაზე დავდგი.

_როგორ ხარ? - მკითხა და გვერდით ამომიდგა.

_კარგად, შენ? - ვკითხე და მისკენ გავტრიალდი.

_მეც. უხამსობაში თუ არ ჩამითვლით, დიდი სურვილი მაქვს საცეკვაოდ გამოგიწვიოთ.

_არანაირად. - ვუთხარი და გამოწვდილ ხელზე ჩავეჭიდე.

დარბაზის ცენტრისკენ გადავინაცვლეთ და მუსიკის მშვიდ რიტმს ავყევით. თვალი მოვკარი ადრიანს, მწველი მზერით გვიყურებდა და მის გვერდით მდგარ მოსაუბრე მამაკაცებს ყურადღებას არ აქცევდა. ჯეისონმა რაღაც მითხრა, კარგად ვერ გავიგე და თავი მისკენ გავატრიალე.

თეთრი ტიტებიWhere stories live. Discover now