_რეისი **** წარმატებით დაჯდა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში. - გამოაცხადა პილოტმა და მგზავრებმა აპლოდისმენტებით დახურეს მისი სიტყვა.
თვითმფრინავიდან ჩამოვედით და საშინელი სიცხე ვიგრძენით. მეც კი ვერ ვძლებ და ადრიანი რას იზამს აზრზე არ ვარ.
_იზაბელა, მანქანა სად არის? - მკითხა და ტერიტორიის დათვალიერება განაგრძო.
_წესით აეროპორტის უკან უნდა ეყენოს. - ვუთხარი და ჩემოდნები ავიღე.
_აეროპორტის უკან ვინ დააყენა. - თქვა და ჩემოდნები გამომართვა.
_მეც წამოვიღებ რამეს. - ვუთხარი. ჩემკენ გამოტრიალდა და თვალებით ძირს მიმითითა. - აი ეგ წამოიღე. - მიმითითა ჩემს პატარა 1 კილოგრამიან ჩანთაზე და სვლა განაგრძო.
_მგონი ესაა. - ვთქვი და გასაღები ამოვიღე, ჰაერში ჩავრთე და ჩვენი მანქანაც გაიღო.

_ლამაზია. ვიღაცას კარგი გემოვნება აქვს. - თქვა ადრიანმა და საბარგულში ჩანთები ჩააწყო.
_მადლობა. - ვუთხარი და მგზავროს ადგილას დავჯექი. მალე თვითონაც მომიჯდა და სასტუმრო მოვძებნეთ ნავიგატორში.
ლამაზ, მდიდრულ სასტუმროში შევედით. ჩვენი ნომრების გასაღებები ავიღეთ და ავედით. როგორც გვითხრეს საფასურში შედის აუზებით (შიდა და გარე), ბარით და რესტორნით სარგებლობაც.
ნომერი ბოლო სართულზეა. საკუთარი მისაღები სივრცე, მინი სამზარეულო, საძინებელი ოთახი და დიდი აბაზანა აქვს. ყევლაზე მნიშვნელოვანი - დიდი ტერასა.
_კარგი ნომერია. - ვთქვი და ჩანთა დივანზე დავაგდე.
_მჰმ... - თქვა და ჩემოდნები საძინებელში დააწყო.
ძალიან დაღლილი ვიყავი, ვიბანავე და დავიძინე.
ადრიანმა გამაღვიძა.
_იზაბელა, 7 საათია. - მითხრა და პერანგი შეისწორა.

YOU ARE READING
თეთრი ტიტები
Romance(დაუსრულებელი) გრძელი, ნაცრისფერი დერეფნი ჩქარი ნაბიჯებით გავიარე და დერეფნის ბოლოში შუშებიან კაბინეტში შევედი. იქ იჯდა, ფეხი ფეხზე გადადებული და ერთმანეთში გადახლართული თითები მუხლებზე ეწყო. ჩემი დანახვისას გაეღიმა, თითქოს მელოდებოდა. მაგიდაზე და...