II

741 62 6
                                    

მაისის მეორე სახელია ვერდობისთვე. ყველაზე მეტად მიყვარს ეს თვე. უბრალოდ, რა ჯადოსნურია, როდესაც დედამიწის ყველა კუთხეში ვარდებია. ნუ, თუ რა თქმა უნდა არ ჩავთვლით იმ ყინულიან ადგილებს და უდაბნოებს. მაგრამ უდაბნოს ვარდიც ხომ არსებობს?

დღეს ვარდობისთვის ბოლო დღეა, ანუ 31 მაისი. ჩემი ქორწილის დღე. ყველაფერი ისე წავიდა როგორც სააგენტოს და ადრიანის მშობლებს სურდათ. კაბა მე ვიყიდე ადრიანის დედასთან და ელასთან ერთად. მისის სალაზარი კარგად მექცევა, ვფიქრობ ხვდება, რომ ჩვენი ქორწინება ფიქტიურია, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს. ადრიანის მამა კი სხვა საქმეებს აგვარებს. ამ ქორწილში მე მხოლოდ ორი არჩევანი გავაკეთე: ჩემი კაბა და მანქანა.

ჩემი მეჯვარე ელაა, ადრიანის კი მისი ბავშვობის მეგობარი ანტონიო.

ცერემონია 5 საათზე იწყება და 5-ის ნახევარზე იქ უნდა ვიყო. ჯვარს არ ვიწერთ, უბრალოდ ხელს მოვაწერთ, ამის გამართლება კი ისაა, რომ ეკლესიას თავისუფალი დრო არ აქვს.

3-ის ნახევარია და მზადებას ვიწყებ, 4- ზე უნდა გავიდე. მოვიდნენ ვიზაჟისტები, სტილისტები, მომიტანეს კაბა, მოვიდა ფოტოგრაფი და ელა. ასევე მისის სალაზარი და მისი რამდენიმე ნათესავი. გავემზადე, ფოტოები და ვიდეოები გადავიღეთ და ადრიანიც მოვიდა.

ჩემს სახლში გავემზადე და იქიდან გავედით.

ადრიანი საჭესთან დაჯდა, მე  მის გვერდით, ჩვენი მეჯვარეები კი უკან. გზაში მოწყენილება და სიჩუმე სუფევდა, რადგან ყველამ იცოდა ქორწინების ფიქტიურობა.

_მუსიკა მაინც ჩართეთ. - თქვა ელამ და ადრიანმა მუსიკა ჩართო.

_ძმაო, ცოტა აუწიე, ხალხი იფიქრებს რომ პანაშვიდზე მივდივართ. - დაამატა ანტონიომ.

ადრიანმა მუსიკას აუწია.

_ჩემი თაიგული? - ხმამაღლა წამოვიყვირე და პანიკაში ჩავვარდი.

თეთრი ტიტებიWhere stories live. Discover now