VI

753 53 19
                                    

_გამარჯობა, ქალაბტონო სალაზარ. - კარი გავაღე და წინ დამიდგა ქალბატონი ყუთით ხელში.

_რა ქალაბტონო?! ემა დამიძახე. - ემამ გამიღიმა და გადამეხვია.  ყუთი კი მოახლეს მოაწოდა. - ადრიან, ჩემს გოგოს ხო არ აბრაზებ? - მხარზე ხელი მოუთათუნა და გამიღიმა. - ბავშვებო, როგორ ცივა, ადრიანის ნამოქმედარი იქნება. - თქვა და კონდიციონერს გახედა.

_დიახ, თეთრი დათვს სიცივეში სურს ყოფნა. - მე გავიღიმე, ემას კი გაეცინა და მისაღებში შევედით. მაგიდას მივუსხედით. ემა მაგიდის ერთ მხარეს დაჯდა ჩვენ კი მოპირდაპირედ დავუსხედით.

_როგორ ბრძანდებით, ბატონი სალაზარი როგორ არის? - ვიკითხე და გავუღიმე.

_კარგად ვართ, საყვარელო, მადლობა.

ვივახშმეთ, განვიხილეთ საკითხები, ჩვენი ქორწილი, თაფლობისთვე, სახლი.

_სხვათაშორის, ძალიან გემრიელი კერძებია. - აღნიშნა ემამ და მაგიდას თვალი გადაავლო.

_დიახ, ჩვენს შეფს მართლაც კარგი ხელი აქვს. - ემას დარჩენა შევთავაზეთ და წინასწარ გამზადებულ საძინებელში შევუშვით. მე და ადრიანი კი მის საძინებელში შევედით.

_დედაშენი ძალიან მიყვარს... მაინტერესბს, ასეთი უჟმური ვის დაემსგავსე.

_მამას. - მე ცოტა დაბნეულმა გავხედე. უხერხული სიჩუმე დიდხანს მძვინვარებდა ოთახში და როცა უკვე სუნთქვაც შეუძლებელი გახდა ვთქვი:

_აბაზანაში შევალ. - ჩემი ნივთები ავიღე და შევედი. მოვწესრიგდი, საღამურები ჩავიცვი და გამოვედი.

 მოვწესრიგდი, საღამურები ჩავიცვი და გამოვედი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
თეთრი ტიტებიWhere stories live. Discover now